გერმანიის მთავრობის დახმარება საქართველოს - საელჩომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამცავი აღჭურვილობა გადასცა
პოლიტიკა - 12:06, 17 May, 2020     567

გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონულ სატყეო სამსახურებს დამცავი აღჭურვილობა გადასცა.

დამცავ აღჭურვილობაში შედის დეზინფექციის ბარიერები, სადეზინფექციო ხსნარები, ხელთათმანები და პირბადეები. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში პანდემიით შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში აქტიური მხარდაჭერისთვის, გერმანიის მთავრობას მადლობა გადაუხადა.

სამინისტროს სახელით, პანდემიასთან ბრძოლაში აქტიური მხარდაჭერისთვის, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, მათ წარმომადგენლობას - საელჩოს და ჩვენ მუდმივ პარტნიორს - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ), რომელთან ერთადაც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

საქართველოსთან გერმანიას მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.

„ჩვენი თანამშრომლობა წლებია გრძელდება. ეს გრძელვადიანი პროექტია. ვამაყობთ, რომ ვართ საქართველოს პარტნიორები. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. გარემოს დაცვა უმნიშვნელოვანესია”, - განაცხადა ელჩმა.

აღჭურვილობა პარტნიორ საქვეუწყებო დაწესებულებებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ეკოსერვის“ ფარგლებში გადაეცათ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42