„ივანიშვილის „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ საკუთარ პოლიტიკურ ნაღმზე აფეთქდა“! – „დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის განცხადება
პოლიტიკა - 17:15, 16 May, 2020     752

„დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება:

„რაც დრო გადის, ივანიშვილის ხელისუფლება სულ უფრო და უფრო მძიმე, ფატალურ შეცდომებს უშვებს. ის ცდილობს „დინების წინააღმდეგ ცურვას“, მაგრამ საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების პერმანენტული ძალისხმევის შედეგად ის იძულებული ხდება კვლავ და კვლავ წავიდეს გარკვეულ დათმობებზე და დაუბრუნდეს შედარებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, თუმცა როგორც სჩანს, ის საკუთარი ინიციატივით არ აპირებს საერთო პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზაციას.

დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს არაერთი სამართლიანი მოწოდების იგნორირებამ, რათა ივანიშვილის ხელისუფლებას შეესრულებინა ოპოზიციასთან დადებული 8 მარტის შეთანხმება (რომელიც ითვალისწინებს პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და დემოკრატიული საარჩევნო სისტემის მიღებას), რა თქმა უნდა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა „ქართული ოცნების“ ისედაც გვარიანად შელახულ რეპუტაციას.

პოლიტპატიმრების განთავისუფლება და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯები „ქართული ოცნებას“ რა თქმა უნდა სწორ ნაბიჯებად ჩაეთვლება, მაგრამ ვფიქრობ ეს სრულიად არ კმარა სიტუაციის არსებითი ნორმალიზაციისთვის. როგორც სჩანს პრობლემა კიდევ უფრო ღრმაა ვიდრე ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების სპონტანური, ბუნებრივი მისწრაფება. ამის დასტურია ის არაერთი საგანგაშო სიგნალი, რომელიც მივიღეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან და უკავშირდებოდა რეგიონში საქართველოს ხელისუფლების ქმედებების რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებთან „თანხვედრას“ (მათ შორისაა საქართველოს ხელისუფლების მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის ჩაგდება, რუსეთისადმი საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების მიერ დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე უარის თქმა და ა.შ.). საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სულ ახლახანს ამის შესახებ ამერიკის სენატის და კონგრესის ძალიან გავლენიანმა წევრებმა ჯგუფური წერილითაც კი მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და ფინანსთა მინისტრს.

ასევე, უკიდურესად საგანგაშოა საქართველოს ხელისუფლების ე.წ. „საინფორმაციო პოლიტიკა“ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. საუბარია ხელისუფლების მიერ შემნილ უკანონო - ე.წ. ტროლების და ბოტების ფაბრიკების ყალბ, პროვოკაციულ სისტემაზე, რომელიც სოციალური ქსელების ბოროტად გამოყენებით ხელს უწყობს საზოგადოებაში ღრმა პოლარიზაციის და სიძულვილის ენის დანერგვას საკუთარი ოპოზიციის და დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს მიმართ.

პრორუსულ პროპაგანდასთან თანხვედრაზე ივანიშვილის ხელისუფლება უკვე არაერთხელ იქნა მხილებული ოპოზიციის მიერ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სოციალური ქსელების (ფეისბუქის) ცენტრალურმა ადმინისტრაციამ არაერთი წმენდა და საჯარო მხილება მოაწყო ასეთი ყალბი, პროპაგანდისტული საინფორმაციო წყაროებისგან თავის დასაცავად, თუმცა სიყალბის და ცილისწამების ეს დამანგრეველი ნიაღვარი მათი მხრიდან მაინც არ წყდება და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სამწუხაროდ ამ ყალბი პროპაგანდის მსხვერპლი ხდება.

მიგვაჩნია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ, აღნიშნული არადემოკრატიული ქმედებების და გაცემული დაპირების არაერთჯერ დარღვევის გამო, უკვე დაიმკვიდრა არასანდო პარტნიორის რეპუტაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც სამწუხაროდ, უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ ამ ხელისუფლების, არამედ მთლიანად ქვეყნის რეპუტაციაზე და ამ ზიანს ვერ გამოასწორებს ქართული ოცნების ეპიზოდური, ცალკეული იძულებითი დათმობები.

პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული ეპიზოდი, ესაა კიდევ ერთი ძალიან სერიოზული იდიკატორი, რომელიც გვაჩვენებს, რომ„ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ საკუთარ პოლიტიკურ ნაღმზე აფეთქდა“!

შექმნილ ძალიან დრამატულ სიტუაციაში, ერთადერთი პოზიტიური, რაც ჯერ კიდევ შეუძლია არჩევნებამდე დარჩენილ დროში გააკეთოს ივანიშვილის ხელისუფლებამ ისაა, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს სიყალბეზე დაფუძნებული პროპაგანდისტული ომი და აგრესია, გაანთავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა (მათ შორის წინა ხელისუფლების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა), მიიღოს სამართლიანი, დემოკრატიული საარჩევნო სისტემა და უზრუნველყოს ნორმალურ, კონკურენტულ გარემოში თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42