"ეს არის აღიარება და კაპიტულაცია... მთელი კვირის განმავლობაში ტყუილში გვაცხოვრეს. საბოლოო ჯამში, ეს „ქართული ოცნებისთვის“ ეს გაკოტრების ტოლფასია. ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ, ფაქტობრივად, არანაირი არგუმენტი აღარ აქვს, თუ რატომ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში.
თვითონ ჩაიგდეს თავიანთი თავი გამოუვალ მდგომარეობაში, თვითონ შევიდნენ ჩიხში და თითქმის, პოლიტიკური სუიციდით დაასრულეს ეს ყველაფერი.
ხელისუფლებამ დაინახა, რომ იმ ფასის გადამხდელები არ იყვნენ, რისი გადახდაც მოუწევდათ და დანებდნენ“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
პრეზიდნეტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა გუშინ შეიწყალა. მმართველი პარტია ორი დღესა ამტკიცებს რომ ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






