ქართულ ოცნებას ნაციონალური მოძრაობა ევროპულ სტანდარტებზე არ უნდა ელაპარაკებოდეს - ამის შესახებ მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ენმ სტრასბურგში ისინი 53-ჯერ გაასამართლეს.
რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება და ის აუცილებელად იქნება განხორციელებული.
დეპუტატის თქმით, თუ რომელიმე პარტია "მაინც იკადრებს" და პროექტს მხარს არ დაუჭერს, ეს მის რეპუტაციას დააზიანებს.
"რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ სტანდარტებს ნუ გველაპარაკება ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც, სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს 53 საქმეზე ჰყავს გასამართლებული. ასე რომ, მოვუწოდებ და ვურჩევ მათ, რომ დაიცვან შეთანხმების პირველი ნაწილიც და მიიღონ მონაწილეობა და შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები", — თქვა რატი იონათამიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






