"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლებასს ეხმაურება.
მისი თქმით, ოლიგარქი იძულებული გახდა, გაეთავისუფლებინა პატიმრობიდან პოლიტიკური პატიმრები.
ოპოზიციონერი ლიდერის შეფასებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებით ქვეყანამ გამარჯვებას მიაღწია. მისივე თქმით, ეს შედეგი ვერ მიიღწეოდა, თუ ოპოზიცია ერთიანობას არ შეინარჩუნებდა და საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მოქალაქეებს მხარს არ დაუჭერდნენ. მისივე შეფასებით, "ქართული ოცნება" საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოექცა, რის გამოც, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.
"მსურს მივულოცო ქვეყანას მოპოვებული, მიღწეული გამარჯვება და გაცნობოთ, რომ ყველაზე მთავარი გამარჯვება, ყველას ერთად გველოდება წინ. ისტორიის ჩარხი უკვე არის წაღმა დატრიალებული და ამას ვეღარავინ ვერასდროს ვეღარ დაატრიალებს წარმოუდგენელი და უპრეცენდენტო საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოექცა "ოცნება" რის შედეგადაც გათავისუფლდნენ ოლიგარქის პირადი მძევლები, უგულავა და ოქრუაშვილი. არ ვიქნები მართალი თუ არ ვიტყვი სიმართლეს ბოლომდე. ალბათ საერთაშორისო გამოხმაურება არ იქნებოდა ისეთი მკეთრი, მძაფრი, რომ არა ის წარმოუდგენელი ერთსულოვნება, რაც გამოიჩინა ქართულმა ოპოზიციამ სწორედაც, ქართული ოპოზიციის თანმიმდევრულობამ, ერთიანობამ და პროტესტმა გამოიწვია ის საერთაშორისო ექო, რომელმაც საბოლოო ჯამში, ოლიგარქი აიძულა გაეთავისუფლება პოლიტპატიმრები. ეს ნიშნავს რომ რომ საქართველო აღარ და ვეღარც იქნება მარტო ვერცერთ გადადგმნულ ნაბიჯში, ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება, როგორც არასდროს დგას გვერდით და მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას და ამას სჭირდება განვითარება", - აცხადებს ნიკა მელია.
ნიკა მელია ხელისუფლებას რვა მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს და გიორგი რურუას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ურჩევს.
"ახლა მაინც ძვირფასო ხელისუფლებავ, გაითვალისწინეთ იმ განცხადებაში მოყვანილი თეზისები, რომელიც გეუბნებათ თქვენ, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდაა აღსრულდეს და გათავისუფლდეს მესამე პოლიტპატიმარი, გიორგი რურუა. თქვენ მიაღწიეთ იმას, რომ ისეთი მაღალი თანამდებობის პირი აშშ-ში, როგორიც არის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და სხვა სენატორები, ერთობლივად გწერენ განცხადებას მაშინ როდესაც თქვენ გძინავთ ისინი მუშაობენ და გეუბნებიან კონკრეტულ სახელს და გვარს. ძალიან გთხოვთ, ნუ შეხვალთ პაექრობაში და დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ გიორგი რურუა. " - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






