„ოპოზიციის ლიდერების შეწყალებისა და ციხიდან გათავისუფლების ფაქტი უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენს 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში“- ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში, სადაც აგრეთვე გამოქვეყნებულია სენატორი რიშისა და შაჰინის ოფიციალური წერილი 8 მარტის შეთანხმებაზე.
„ ჩვენ მივესალმებით ბატონი ოქრუაშვილისა და ბატონი უგულავას შეწყალებას. ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში, რომელიც მოახდენს საქართველოს საარჩევნო სისტემის გარდაქმნას და წერტილს დაუსვამს სასამართლოში პოლიტიკურ ჩარევებს. პატიმრების გათავისუფლებამ ყველა იმ მხარეს, რომელიც აღნიშნული შეთანხმების შესრულებაზე მუშაობს აჩვენა, რომ პროგრესი შესაძლებელია და აუცილებლად იქნება მიღწეული.
ჩვენ ველოდებით, რათა ვნახოთ შეთანხმების თანახმად საარჩევნო სისტემის ცვლილება მაშინ, როდესაც პარლამენტი მომავალ კვირებში დაუბრუნდება სამუშაოებს, აგრეთვე ველით ბატონი რურუას გათავისუფლებას, რომელიც გასული წლის დეკემბერს ყალბი ბრალდების საფუძველზე დააკავეს“ - ნათქვამია სენატორების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






