ოლიგაქის შავი პარასკევი: ამერიკული კომპანიების გაძევება დაკავშირებულია ივანიშვილთან და რუსეთთან -ამერიკელი სენატორები
პოლიტიკა - 23:37, 15 May, 2020     2334

ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები საქართველოში ამერიკული კომპანიებისა და ბიზნესის შევიწროების გამო სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუნიჩს სგანგებო წერილით მიმართავენ.

სენატორები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში მმართველობის მოშლასთან დაკავშირებით. ისინი ასევე შეშფოთებულები არიან ქვეყანაში მიმდინარე უკანონო ეკონომიკური აქტივობებით.

"ძვირფასო სახელმწიფო მდივნებო, პომპეო და მნუჩინ,გწერთ, რომ შეშფოთება გამოვხატოთ საქართველოში მმართველობის მოშლასა და პოტენციურად უკანონო ეკონომიკურ აქტივობებთან დაკავშირებით. კონკრეტულად კი გვაწუხებს საქართველოს კავშირები ამერიკის მტრებთან, რომლებიც ჩვენს ბიზნეს და სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

გასული წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში დაახლოებით 50%-ით შემცირდა, ხოლო გადასახადები და ბიუროკრატიული ბარიერები დასავლური ბიზნესებისთვის გაიზარდა.

ამან ამერიკული კომპანიებისთვის ოპერირება გაართულა და ხელი შეუშალა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებას. Frontera Resources ტეხასური კომპანიაა, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში უმსხვილესი ამერიკული ინვესტორია. მათ $500 მილიონზე მეტი აქვთ ინვესტირებული ნავთობისა და გაზის რესურსების აღმოსაჩენად. ცოტა ხნის წინ კი Frontera რეგულაციებისა და შეზღუდვების წინაშე აღმოჩნდა, მას საქართველოს მთავრობა პოტენციურად ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება.

2019 წელს კიდევ ერთი ამერიკული კომპანია, Conti Group ამავე პრობლემას წააწყდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რამაც პროექტის შეფერხება გამოიწვია. ეს შეფერხებები და გართულებები პირდაპირ არის დაკავშირებული გეოპოლიტიკურ ინტერესებთან.

Frontera-ს საქმიანობა მიმართული იყო იმისკენ, რომ საქართველო ენერგოდამოუკიდებელი გამხდარიყო, ანაკლიის პორტი კი საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებდა.

მოკლედ რომ გითხრათ, კანონიერ ბიზნესს გაძევებისკენ უბიძგეს, მისი ადგილი კი უკანონო ვაჭრობამ დაიკავა.

ქართული ბიზნესები და ფინანსური სისტემა, უკვე წლებია (2013 წლიდან), გვერდს უვლის ამერიკულ სანქციებს ირანთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ ბათუმის პორტი კიდევ ერთხელ იქნა შემჩნეული ირანთან დაკავშირებულ უკანონო ვაჭრობაში.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ:

  • საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ქართული ოცნების სახით გარეულია ამერიკული ბიზნესების გაძევებაში, რომლებიც საქართველოს ეკონომიკასა და მომავალში ინვესტიციას დებენ;
  • მსგავსი აქტივობები მოტივირებულია გეოპოლიტიკური მიზნებით და ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო კავშირებზე მიუთითებს რუსეთის მთავრობასთან;
  • პორტის პროექტიდან ამერიკული კომპანიების გაძევება მიზნად ისახავს, რომ არ შემცირდეს რუსეთის გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე;
  • არსებობს ხარვეზები ამერიკული სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი, პორტების კონტექსტში.

საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია კავკასიაში და ნატოს მნიშვნელოვანი მოკავშირე. სამხედრო კუთხით, ქართველები გვეხმარებიან ავღანეთის მისიაში. გეოგრაფიულად ქვეყანა კრიტიკულად მნიშვნელოვან წერტილზეა განლაგებული კასპიის ზღვიდან აღმოსავლეთ ევროპისკენ ვაჭრობის კუთხით. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია ამერიკისათვის, რაც საპასუხოდ საქართველოს თანამშრომლობას ავალდებულებს.

მსგავსი გადახლართული სტრატეგიული და ბიზნეს ინტერესები ფედერალური მთავრობისაგან პასუხს საჭიროებს და, როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ, რომ მოგაწოდოთ საჭირო რესურსები, რათა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოება დაცული იყოს.

წერილს ხელს აწერენ სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი და კონგრესმენები ჯოდი სი არინგტონი და მარკვეინ მალინი", — წერენ კონგრესის წევრები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42