მინდა, მივმართო ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს თანაგუნდელებს, არც ერთი ნაბიჯი უკან, არავითარი თავდახრა, ყველას ვაჩვენებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და როგორი მხარდაჭერა აქვს ქართველი ხალხის მხრიდან, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" მზადაა მხარი დაუჭიროს საარჩევნო სისტემის ცვლილებას.
„8 მარტის შეთანხმება რაც იყო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენ მზად ვართ, საარჩევნო სისტემის ცვლილებას დავუჭიროთ მხარი, ეს იყო აღებული ვალდებულება, პასუხისმგებლობა. ზუსტად ამის მცდელობა ჰქონდა ოპონენტებს, რომ ეს გამოეყენებინათ ქვეყნის წინააღმდეგ, რაც არ გამოუვიდათ. როგორც პოლიტიკოსს, მესმის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების და ის განმარტებები, რომელიც მან გააკეთა, ზუსტად მიუთითა, რომ ოპოზიციას ჰქონდა მცდელობა, საარჩევნო სისტემა არ მიღებულიყო იმ ფორმით, რა ფორმითაც არის დაანონსებული და, რაზეც იყო შეთანხმება. ექნებოდათ მცდელობა, რომ ეს ყველაფერი გადაებრალებინათ მმართველ პარტიაზე. ეს სერიოზულ ზიანს გამოიწვევდა ქვეყნის იმიჯის თვალსაზრისით და ხელისუფლების მიმართ, რაც არ გამოუვიდათ.
მინდა, მივმართო ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს თანაგუნდელებს, არც ერთი ნაბიჯი უკან არავითარი თავდახრა ჩვენ ყველას ვაჩვენებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რას წარმოადგენს ქართული ოცნება და როგორი მხარდაჭერა აქვს ქართველი ხალხის მხრიდან“, – განახცადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






