როდის დასრულდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები - თბილისის მერი მოძრაობა „სირცხვილიას“ შეთავაზებას, რომლებიც მზად არიან სარემონტო სამუშაოები თავად ჩაატარონ, პასუხობს.
კალაძე აღნიშნავს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები პანდემიის გამო გადაიდო.
"სამუშაოებს რაც შეეხება, ახლაც მინდინარეობს. თუმცა, გაურკვეველი პრობლემები იყო, როგორც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობდა. შეფერხებები იყო არსებული პანდემიის გამო", - განაცხადა კახა კალაძემ.
"გავრილოვის ღამიდან" ერთი წლის შემდეგ, მოძრაობა "სირცხვილია" პარლამენტთან აქციის გამართვას გეგმავს.
"სირცხვილიას" წევრები დედაქალაქის მერს, კახი კალაძეს მიმართავენ, რომ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თავად გააკეთებენ, რადგან ხელისუფლებამ ამის გაკეთება 5 თვის განმავლობაში ვერ მოახერხა.
მასალის გამოყენების პირობები






