"ოპოზიცია ცრუობს და ამბობს, რომ თითქოს შეთანხმების ნაწილი იყო ასევე იმ კონკრეტული კრიმინალების გამოშვება, რომლებსაც გარკვეული დანაშაულებები აქვს ჩადენილი და ეს სიმართლეს არ შეეფერება. იმიტომ, რომ ვერც მთავრობას, ვერც პარლამენტს ვერანაირი შესაძლებლობა, ვერანაირი ბერკეტი ვერ ექნებოდა იმისა, რომ ეს კონკრეტული ადამიანები გაათავისუფლოს ციხიდან", - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ოპოზიციონერი ლიდერების შეწყალების შესაძლებლობას, კალაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის უფლებაა:
"პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ოპოზიციას, ცხადია, რომ სურს, სიტუაციის არა განმუხტვა, არამედ პირიქით, დამუხტვა იმიტომ, რომ კარგად ხვდებიან თუ რა რეიტინგები აქვთ, იციან, რომ არჩევნების გზით, მათ არანაირი შანსი, არანაირი შესაძლებლობა არ აქვს გამარჯვების", - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






