საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიცია დაინტერესდა, თუ რა ნიშნით შეარჩიეს მთავარი კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი კომპანიები.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი აბესაძის, თქმით, ისეთი კომპანიები უზრუნველყოფენ მეტროს რეაბილიტაციას, რომლებაც გამოცდილება არ აქვთ.
"რატომ მისცეს ამ კომნპანიებს მილიონები, იმიტომ, რომ ისინი არიან კახი კალაძესთან და "ქართულ ოცნებასტან" დაახლოებული პირები, შემომწირველები, მისი ძმაკაცები, ნათელმირონები, ეს არის ყოფილი მინისტრი ხეჩიკაშვილი, ეს არის "ქარული ოცნების" დეპუტატი ენუქიძე", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ოპოზიციას "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ზარქუამ იპასუხა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია უფუნქციოა.
"ეჭვი მაქვს, რომ უფუნქციოდ დარჩენილი ოპოზიცია ხართ და ახლა ცდილობთ, ყველაფერში ნახოთ კავშირები... ის, რომ მეტროს რეაბილიტაცია მიმდინარეობდა და საერთაშორისო ორგანიზაციები გვეხმარებიან, ის, რომ თურქულმა კომპანიამ გაიმარჯვა, ესეც ძალიან მაგარია. ქვეკონტროქტორებად ვის აიყვანს, ეს უკვე თურქული კომპანიის გადასაწყვეტია... ასე, რომ თქვენი მცდელობა, რომ ყველაფერში ნახოთ, სასაცილოა. სასაცილოა, რომ ხდები მძევალი პოლიტიკური ვაჭრობის", - მიმართა ოპონენტებს ირაკლი ზარქუა.
ოპოზიციის ინფორმაციით, თბილისში მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კახა კალაძის გარემოცვის წევრები ახორციელებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, აღნიშნულ კომპანიებს მაღალი ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილებაც კი არ აქვთ და კორუფციის ნიშნები იკვეთება.
ლევან ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ 4 კომპანიიდან ორს გამოცდილება არ აქვს და მათი ხელმძღვანელები სპორტსმენები არიან.
მისი თქმით, კომპანიებს შორის არის „ეიჯი გრუპი“, რომლის დირექტორიც ალექსანდრე ხუციშვილია. ის სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის და ფეხბურთელ გიორგი ნემსაძის ბიზნეს პარტნიორიცაა.
ალექსანდრე ხუციშვილი "იბერია ავტოს" დირექტორი იყო, რომლის 10 პროცენტის მფლობელი კალაძის ახლო მეგობარი გიორგი ნემსაძეა დანარჩენი 90 პროცენტს მფლობელი ყოფილ სპორტის მინისტრთან იყო კავშირში.
ხაბეიშვილის თქმით, კომპანია "ელიბოს", რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა და ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






