ევექსი ჰოსპიტლები დაანონსებული სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამის მიმართ მაღალი ინტერესის გამო მომხმარებლებს დასარეგისტრირებელად დამატებით პლატფორმას სთავაზობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:17, 15 May, 2020     1218

ევექსი ჰოსპიტლებმა მომხმარებლების მხარდასაჭერად შეთავაზებული ახალი პროექტის მიმართ მაღალი ინტერესის გამო მსურველებს სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამაში დასარეგისტრირებელად დამატებით ონლაინ პლატფორმა შესთავაზა. დღეიდან პროგრამით განსაზღვრული ბენეფიტების მისაღებად მომხმარებლებს საშუალება აქვთ, 1-ელ ივნისამდე გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია გვერდზე www.sheniprograma.ge

შეგახსენებთ, რომ ევექსი ჰოსპიტლებმა მომხმარებლებს, რომლებსაც ქვეყანაში კორონა ვირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის ფონზე შეზღუდული აქვთ წვდომა გეგმიურ სამედიცინო სერვისებზე, დაავადებების გართულების რისკების შესამცირებლად ახალი ბენეფიტური პროგრამა შესთავაზა.

ევექსი ჰოსპიტლების მხარდაჭერის პროგრამის პირველი ეტაპზე ქსელში არსებული 18-ვე ჰოსპიტლის წამყვანი ექიმები საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანდნენ.

პროგრამის ფარგლებში მომხმარებლები უფასოდ მიიღებენ:

· ონლაინ კონსულტაციებს დარგის წამყვან სპეციალისტებთან;

· პირადი ასისტენტის მომსახურებას, რომელიც სამედიცინო სერვისის დაგეგმვასა და საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას გულისხმობს;

· თანაგადახდის 500 ლარიან ვაუჩერს ქირურგიულ მომსახურებაზე, რომლის გამოყენებას მომხმარებლები წლის ბოლომდე შეძლებენ.

პროგრამით სარგებლობას მომხმარებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ევექსი ჰოსპიტლების ყველა სამედიცინო ცენტრში შეძლებენ.

ეს არის ევექსი ჰოსპიტლების მიერ ინიცირებული პროექტის პირველი ეტაპი. კომპანია განაგრძობს მხარდაჭერის პროგრამაზე მუშაობას და უახლოეს მომავალში მომხმარებლებს მათ საჭიროებაზე მორგებულ კიდევ ბევრ სამედიცინო სარგებელს ეტაპობრივად შესთავაზებს.

ევექსი ჰოსპიტლების სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამით განსაზღვრული ბენეფიტების გასააქტიურებლად მიმდინარეობს რეგისტრაცია 1-ელ ივნისამდე ( www.sheniprograma.ge ). დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მომხმარებლებს საშუალება აქვთ დარეკონ ცხელ ხაზზე + (995 32) 2 55 05 05





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42