გულძმარვა
კუჭის წვენის მოხვედრა საყლაპავ მილში - გულძმარვაა, ხშირად ის პათოლოგიური პროცესის გამომხატველი სიმპტომია.
გულძმარვის დროს გასტროენტეროლოგი პირველ რიგში გამოგკითხავთ ისტორიას, ეცდება დაადგინოს ჩივილის დინამიკა, გამოიკითხოს სხვა თანმხლები ჩივილები და რაც მთავარია - ე.წ. საგანგაშო ნიშნები. ამ ყველაფრის შემდგომ დაგეგმავს გარკვეულ კვლევებს (ენდოსკოპიით ან საწყის ეტაპზე - მის გარეშე) და დანიშნავს მკურნალობას, რომლის მთავარი არსი იქნება შემდეგი - აგრესორის (ანუ კუჭის წვენის) განეიტრალება.
გასტრიტი
გასტრიტი კუჭის უჯრედებში მიმდინარე ანთებით პროცესს აღნიშნავს. ის შეიძლება ბევრი სხვადასხვა მიზეზით იქნეს გამოწვეული, მაგ. მიკროორგანიზმებმა, მედიკამენტებმა (მაგ.: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებები), ტოქსიურმა ნივთიერებებმა (მაგ.: ალკოჰოლი), იმუნური სისტემის მომართვამ საკუთარი ორგანოების, მაგ. კუჭის, წინააღმდეგ და ა.შ.
თუ მიზეზი დროულად არ იქნა ნაპოვნი ანთებით პროცესს შესაძლოა ბევრი სახიფათო გართულება მოჰყვეს. ამ გართულებების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია ჩივილების არსებობის შემთხვევაში (როგორებიცაა: ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, სიმძიმის შეგრძნება კვების შემდეგ, გულისრევა/ღებინება, წვის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში და სხვ.) მიმართოთ გასტროენტეროლოგს.
შებერილობა
შებერილობა შესაძლოა საჭმლის მომნებელი სისტემის რომელიმე პათოლოგიის თანმხლები სიმპტომი იყოს, ან იზოლირებული დარღვევა.
თუ თქვენი ექიმი აღმოაჩენს რომელიმე გასტროენტეროლოგიურ პათოლოგიას, რომლის თანმხლებიც შეიძლება იყოს შებერილობა მაშინ უმკურნალებს ძირითად დაავადებას და დააკვირდება პარარელურად შებერილობა როგორ უმჯობესდება.
თუ თქვენი ექიმი სხვა ვერანაირ პრობლემას აღმოაჩენს გარდა იზოლირებული შებერილობისა, მაშინ მოგცემთ რამდენიმე დიეტურ რჩევას, რომელიც შეამსუბუქებს სიმპტომებს.
საშიშია ტკივილი კუჭის არეში?
ტკივილი კუჭის არეში შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული. დაწყებული კუჭისა და თუ 12-გოჯა ნაწლავის სხვადასხვა ორგანული პათოლოგიებით (წყლული, ანთება, სიმსივნე და ა.შ.) და დასრულებული ფუნქციური პათოლოგიებით (მაგ.: ფუნქციური დისპეფსია).
გასტროენტეროლოგმა დეტალურად უნდა გამოიკითხოს ჩივილის წარმოქმნისა და განვითარების დინამიკა, თანმხლები სიმპტომები, საგანგაშო ნიშნები, მაპროვოცირებელი და გამაუმჯობესებელი ფაქტორები, რის შემდგომაც უნდა დაგეგმოს კვლევები, დასვას დიაგნოზი და დაიწყოს მდგომარეობის ოპტიმალური მართვა.
ექიმთან ონლაინ კონსულტაციისთვის გამოიყენეთ Redmed-ის ინოვაციური პლათფორმა
მასალის გამოყენების პირობები