რატიანი: ვიმედოვნებთ, რომ პირველი ივნისიდან ჩვენი კლინიკა კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტს
პოლიტიკა - 12:57, 15 May, 2020     391

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დაახლოებით შვიდი დღეა, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია. მისი თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის 38 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 47 პაციენტი. აქედან კოვიდინფიცირებულია 38 შემთხვევა. დღეს კლინიკიდან ეწერება ერთი პაციენტი. ველოდებით რამდენიმე პასუხს და ალბათ დღის მეორე ნახევარში დაგვემატება ოთხი გამოჯანმრთელებული.

დაახლოებით ექვსი-შვიდი დღეა, ახალი შემთხვევა ჩვენს კლინიკას არ მიუღია. რეანიმაციაში ორი პაციენტი რჩება, ერთის მდგომარეობა სტაბილურია. შეფასდება მისი სომატური მდგომარეობა. სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გაეწერება სახლში, შინ მოვლის პირობებში. ერთი პაციენტი, რომელიც რეანიმაციაშია, რჩება მძიმე, მაგრამ ამ ეტაპზე მართვადია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. აქედან ორი ქალბატონი არის ორსული. როგორც ნაყოფის, ასევე ქალბატონების მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით გამოჯანმრთელებაზე პირველად პასუხებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკამ 10 მარტიდან დღემდე 1500-მდე საეჭვო შემთხვევა მიიღო, საიდანაც 163 იყო კოვიდინფიცირებული.

„125-მა კლინიკა დატოვა. იმედია, გაგრძელდება ასე. კლინიკაში პაციენტები გადანაწილებულია ორ სართულზე, შემჭიდროვებულად. დღეს მთავრდება 15 დღე მედპერსონალის, რომელთაც მკაცრი კარანტინში იყვნენ. მათ არც ერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. ეს პირები დატოვებენ კლინიკას 14 დღით. ახლა შემოსულია ახალი ბრიგადა. იმედია, რომ ამ ეტაპისთვის ბოლო იქნება. ვიმედოვნებთ, რომ პირველი ივნისიდან კლინიკა კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტს და გადავალთ ჩვეულებრივ რეჟიმში. როგორც მე, ასევე მთელ საქართველოს ეს ძალიან გვინდა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42