აშშ-ში კოროანვირუსისგან 108 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. სილვია გოლდშოლს, რომელიც ნიუ-ჯერსიში, მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს, კოვიდ 19 გასულ თვეს დაუდგინდა. იგი ყველაზე ხანდაზმული ადამიანია მათ შორის, რომლებმაც აღნიშნული დაავადება დაამარცხეს.
მისი გამოჯანმრთელების ფაქტს, შტატის გუბერნატორი, ფილ მორი ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა: „ მან უზარმაზარი ცხოვრება, უზარმაზარი სული და უზარმაზარი ძალა გვაჩვენა“.
გოლდშოლი 7 წლის იყო, როდესაც 1918 წელს გავრცელებულმა ესპანურმა გრიპმა 50 მილიონზე მეტი ადამიანი მოკლა მსოფლიოში.
„მე ყველაფერს გადავურჩი, რადგანაც ვიყავი გაბედული და შეუპოვარი იმისათვის, რომ გადავრჩენილიყავი“- განაცხადა მედიასთან საუბრისას გოლდშელმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების მხრივ აშშ ამ დრომდე პირველ ადგილზეა მსოფლიოში. კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1,5 მილიონ შემთხვევას აღწევს, რომლის შედეგადაც 86 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მილიონზე მეტი პაციენტი ამ დრომდე საავადმყოფოებსა და სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებებში იმყოფება, სადაც მკურნალობას გადიან.
მასალის გამოყენების პირობები






