ვერძი
პატარ-პატარა გაუმართლებლობას წარმატება მოჰყვება, მთავარია სულით არ დაეცეთ, არ გატყდეთ და შანსები სწორად და დროულად გამოიყენეთ.
კურო
თქვენი გამჭრიახობითა და დიპლომიატიური უნარებით მარტივად მოახერხებთ ყველას თავის ადგილი მიუჩინოთ და კარგი ურთიერთობებიც შეინარჩუნოთ.
ტყუპები
შესაძლოა დაგჭირდეთ ლიდერული თვისებების გამოვლენა, ნუ დაბრკოლდებით, გარკვეული დოზით აგრესიაც კია დასაშვები და წარმატების მომტანი, მთავარია შეინარჩუნოთ ზომიერება.
კირჩხიბი
დღეს, შესაძლოა თქვენმა პარტნიორმა სითბო, სიყვარული, მზრუნველობა და კეთილგანწყობა ემოციებითა და სიურპრიზებითაც კი გამოხატოს. ამგვარი ქმედება ძალიან გაგამხრიალებთ და თავდაჯერებულობას შეგმატოთ.
ლომი
იმოქმედეთ გააზრებულად და იმედგაცრუების შემთხვევაში სხვებს ნუ დაადანაშაულებთ, ნუ შეეცდებთ საკუთარი თავის გამართლებას. ყურადღება გამოიჩინეთ გარშემომყოფების მიმართ, მიეცით მათ საშუალება გითხრან სათქმელი.
ქალწული
გაიღრმავეთ ცოდნა, ჩაეწერეთ მცირე სასწავლო კურსებზე, ტრენინგზებზე, მიიღეთ მონაწილეობა თემატურ საკითებზე, რომლებიც უშუალოდ ეხება თქვენს პროფესიას ან საქმიანობას.
სასწორი
სასურველია დაკავდეთ ფიზიკური ვარჯიშებით, რათა გაიჯანსაღოთ სხეული და სულიერი მდგომარეობა, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმეთ სუფთა ჰაერზე ყოფნას, ისეირნეთ.
მორიელი
თქვენი მოზღვავებული ენერგია მიმართეთ რაიმე სასიკეთო აღმშენებლობითი საქმეებისკენ, ყურადღება გამოიჩნეთ, მხედველობის მიმართ, ნუ დაძაბავთ თვალებს მონიტორთან, წიგნების კითხვისას თუ ტელევიზორის დიდხანს ყურებით.
მშვილდოსანი
ნუ იქნებით ზედმეტად გულუხვი, რათა თქვენი კეთილი ნება და გულმოწყალება უგუნურებაში არ ჩაგითვალონ და საერთოდაც, მომავალში ვალდებულებადაც რომ არ გადაგექცეთ.
თხის რქა
დიდი შეუპოვრობა და ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ დღეს იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, შეეცადეთ უკან არ დაიხიოთ.
მერწყული
თუ დღეს შეძლებთ გამოწვევებთან გამკლავებას, შეგიძლიათ დიდხანს იამაყოთ თქვენი გამარჯვებებით და ამ დღით.
თევზები
ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და კატეგორიული საკუთარი თავის მიმართ, ყველაფერს მარტივად და უემოციოდ მიუდექით, იზრუნეთ საკუთარ თავზე.
მასალის გამოყენების პირობები






