კუბილიუსი სანქციებზე: თუ "ოცნება" ჩვენს ნდობას ვერ შეინარჩუნებს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს
პოლიტიკა - 19:16, 14 May, 2020     591

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსის მწვავე გზავნილები "ოცნების" ხელისუფლებას - ევროპარლამენტარი ამბობს, რომ სანქციების დაწესება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. TV პირველთან ინტერვიუში ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ თუკი მმართველი გუნდი მათ ნდობას ვერ შეინარჩუნებს და დადებულ პირობებს არ შეასრულებს, "შეიძლება, ყველაფერი მოხდეს"

"მოვუწოდებ მათ, არ გაყვნენ იანუკოვიჩის მაგალითს, რომელიც ოპონენტებს ციხეში უშვებდა. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ დაამთავრა მან. არ გვინდა, საქართველოს ხელისუფლებამაც ეს ცუდი ბედი გაიზიაროს".

კუბილიუსის თქმითვე, ევროკავშირის მხარდაჭერა 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. მისივე თქმით, ეს დემოკრატიის განვითარებასაც გულისხმობსთავის თავში.

"ამიტომაც ვარ შეშფოთებული, შეთანხმება, რომელსაც ხელი მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ მოაწერეს, ძალიან მნიშვნელოვანია და არ არის სრულად შესრულებული, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. შეთანხმება მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს არ გულისხმობს, გულისხმობს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და მართლმსაჯულების პოლიტიკისგან დაცლას. სწორედ ამ პირობას არ ასრულებს ხელისუფლება.

საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომლებიც საქართველოს დახმარებას უზრუნველყოფენ, გვიჩნდება კითხვები და ეჭვებიც უფრო იზრდება. შესაძლოა, პირდაპირ ფინანსური მხარდაჭერა არ შევწყვიტოთ, მაგრამ ხელისუფლება რისკავს ევროკავშირის ნდობას და რწმენას, რწმენის დაკარგვა კი გამოიწვევს სხვა ყველაფერს, მათ შორის ფინანსური შესაძლებლობის გაქრობასა", -ამბობს კუბილიუსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42