ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება გადაიდო.
“ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა თუმცა, ვერ მოესწრო ბრალდების და დაცვის მხარეების შუამდგომლობაზე მსჯელობა.
როგორც დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, გასული წლის სექტემბერში დაკავებული 10 პირიდან 9 მზადაა აღიაროს ჩადენილი დანაშაული და საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს, ხოლო ერთი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, ამ შეთანხმების გაფორმების კატეგორიული წინააღდეგია.
ადვოკატ ნოდარ ცინცაძის განცხადებით, საკითხზე მსჯელობა მომდევნო კვირაში გაგრძელდება. ბრალდებულებს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ, საპროცესო შეთანხმება კი სასჯელის შემსუბუქებას გულისხმობს.
ცნობისთვის, ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 20-ზე მეტი პირია დაკავებული, მათი უმრავლესობა არასრულწლოვნების მშობლები არიან. ბრალდებულებს შორისაა სკოლის პედაგოგი და საქმის მთავარი ფიგურანტი ფოტოგრანტიც, რომელიც პროკურატურის ოქროს მოწმეა.
მასალის გამოყენების პირობები






