"არ შეიძლება დახმარებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ძმაკაცების ციხიდან გამოშვებას შორის რაიმე სახის ტოლობა დაფიქსირდეს", - ამბობს მმართველი გუნდის წარმომადგენელი ევროპარლამენტარის საპასუხოდ.
"სწორედ ეს არის ნაციონალური მოძრაობის მიზანი. ისინი ღიად აცხადებენ, რომ ჩვენს ძმაკაცებს თუ არ გამოუშვებენ ციხიდან, ჩვენ ყველა საშუალებას - ტყუილის და ძალადობის კუთხით, ვიხმართ იმისთვის, რომ ჩვენს მიზანს მივაღწიოთ, რასაც ისინი ვერ შეძლებენ. 2020 წლის არჩევნებზე ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ საკადრის პასუხს გასცემს ენმ-ს და მის სატელიტებს.
ნაციონალური მოძრაობა დღეს უკვე ღიად აცხადებს, რომ გამოიყენებს ყველა საშუალებას იმისთვის, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს საშუალებები არის ტყუილი და ძალადობა, რაც საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეძლებს იმას, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში რაიმე პრობლემა შექმნას, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






