საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისას აუცილებელია მხარეებმა პატივი სცენ ორ მნიშვნელოვან პრინციპს - კანონის უზენაესობასა და იმას, რომ სამართლებრივი მექანიზმები არ იყოს პოლიტიზირებული.
მისი თქმით, საქართველო არის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში იმ გამორჩეული პასუხის გამო, რომელიც მან Covid-19-ის კრიზისს გასცა.
"რაც შეეხება პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას, ორი ძირითადი პრინციპია, რომელსაც უნდა მიჰყვნენ - ერთი არის კანონის უზენაესობა და მეორე ყველანაირად თავიდან უნდა იქნეს აცილებული სამართლებრივი მექანიზმების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ამიტომ ყველა მხარე უნდა მიჰყვეს და პატივი სცეს ამ პრინციპებს არსებული კრიზისიდან გამოსავლის ძიების პროცესში. საქართველოს რეპუტაციისთვის გაცილებით უკეთესი იქნება, რომ მოაგვაროს პოლიტიკური კრიზისი და წინ წავიდეს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ უკვე შეთანხმებული ფორმატით“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.
მასალის გამოყენების პირობები






