პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთი ევროპარლამენტარი ანდჟეი ჰალიცკი.
"გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები"- დაწერა პოლონელმა ევროპარლამენტარმა.
ის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რვა მარტს მიღებულ შეთანხმებისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ, ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრები, მივესალმებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას - პოლიტიკური პატიმრების არგათავისუფლება ნიშნავს ამ ხელშეკრულების დარღვევას და არასამართლიან არჩევნებს. გაათაავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები", - წერს ჰალიცკი.
ჰალიცკის მსგავსად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს ანდრიუს კუბილიუსიც.
ცნობილია, რომ 8 მარტს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მიღწეული ისტორიული შეთანხმება ორნაწილიანია და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე პროპორციით განაწილებას და ასევე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს.
შეთანხმება, რომ ორი ნაწილისგან შედგება 11 მაისს, აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადებით დაადასტურეს.
მოლაპარაკებებში ჩართული დიპლომატების მხრიდან მკაფიო განცხადებაბის გაკეთება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ამაზე პასუხისმგებელი ოპოზიცია იქნება.
მმართავლი პარტია ირწმუნება, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს.
საპირისპიროს ამტკიცებენ ხელისუფლების ოპონენტები მათი თქმით, დოკუმენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილების უზრუნველყოფასთან ერთად პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებასზეც არის საუბარი.
მასალის გამოყენების პირობები






