"მედიის გაკონტროლების დაუფარავი მცდელობა და საკადრო წმენდა აჭარის ტელევიზიაში" – DRI გამოძიების დაწყებას ითხოვს
პოლიტიკა - 10:45, 14 May, 2020     438
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს მედიის გაკონტროლების დაუფარავ მცდელობად აფასებსორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ თანამშრომლების დათხოვნის მიღმა შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს, ამიტომ DRIპროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს:
"„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნავს, რომ კრიტიკული აზრის მქონე თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის დაუსაბუთებელი და არაერთჯერადი პრაქტიკა საფრთხეს უქმნის აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, ძირს უთხრის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მაუწყებლის მიერ მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის გატარების იდეას და ხელისუფლების მიერ მედიის გაკონტროლების დაუფარავ მცდელობას წარმოადგენს.„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხაზს უსვავს, რომ ადამიანის სამსახურიდან დათხოვნა სიტყვის, აზრის, ან/და მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ ან პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და შესაბამის ორგანოთა შეფასებას საჭიროებს. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არხის დირექტორის - გიორგი კოხრეიძის მიერ ზეწოლისა და იძულების ფაქტებზე გამოთქმული ბრალდებების დროული და ობიექტური გამოძიება.[1] დაახლოებით 1 წელია, რაც აჭარის უმაღლესმა საბჭომ მრჩეველთა საბჭო ახალი წევრებით დააკომპლექტა, რომლის უმრავლესობასაც პარტია „ქართული ოცნების“ ქვოტით წარდგენილი წევრები წარმოადგენდნენ.[2] განახლებულმა მრჩეველთა საბჭომ 2019 წლის შემოდგომაზე ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატად მიიჩნეოდა.ახალი დირექტორის არჩევას ტელევიზიაში რადიკალური ცვლილებები მოჰყვა. დირექტორმა არაერთხელ გააკრიტიკა არხის სარედაქციო პოლიტიკა და ჟურნალისტები, ხოლო 2020 წლის 8 აპრილს, ერთპიროვნულად დაამტკიცა „სსიპ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლ(ებ)ის ინტერნეტში/სოციალურ ქსელებში ქცევის წესები.“[3] აღნიშნული დოკუმენტი თანამშრომლებს ავალდებულებს დაუყოვნებლივ შეატყობინონ ხელმძღვანელობას ინტერნეტში/სოციალურ ქსელში კომპანიის გაკრიტიკების თაობაზე და ინტერნეტში/ სოციალური ქსელებში არ გაავრცელონ არხის რეპუტაციისათვის შეუსაბამო ინფორმაცია. აღნიშნული და სხვა ცვლილებებიდან გამომდინარე, ჟურნალისტების ნაწილი თვლის, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე ემუქრება და ახლადარჩეული დირექტორი ტელევიზიის მიერ მომზადებულ ახალ ამბებს დღემდე აკონტროლებს.2020 წლის 11 მაისს, კრიტიკული შეხედულებების დაფიქსირების გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს გადაცემა „ჰეშთაგის“ წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარე, მალხაზ რეხვიაშვილი. ტელეკომპანიის დირექტორმა გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად დისკრედიტაციისა და ცილისწამების ფაქტები დაასახელა, რაც, არ წამოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს და ცალსახად ეწინააღმდეგება აზრის გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს. ასევე, სოციალურ ქსელში პოზიციის დაფიქსირების გამო, ეთერიდან მოხსნეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა თურმანიძე, რომლის მიმართაც დისციპლინური წარმოებაა დაწყებული.აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების გათავისუფლების, ხელშეკრულების მოულოდნელი შეცვლის და სხვა პოზიციაზე გადაყვანის შემთხვევები, არ შეჩერებულა სამოქალაქო სექტორის პროტესტის მიუხედავად. ბოლო ერთი წლის განმავლობაში თანამდებობიდან გაათავისუფლეს ის ჟურნალისტები, რომლებიც აჭარის ტელევიზიაში ახალ ამბებს და შესაბამისად, კრიტიკულ ინფორმაციას ქმნიდნენ, მათ შორის: ახალი ამბების უფროსი, რედაქტორი, წამყვანები და რეპორტიორი, დისციპლინური წარმოების გზით - დირექტორის მოადგილე.აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები, ასევე არ გამორიცხავენ, რომ მაისის ბოლოს დაიხურება სამი დიდი გადაცემა - „ჰეშთეგი“, „დილის ტალღა“ და „რადიოვიზია“.„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, თანამშრომელთა სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული პრაქტიკა და ხელშეკრულების მოულოდნელი შეცვლით სხვა პოზიციაზე გადაყვანის შემთხვევები, ეჭვის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის საკითხს, არამედ, რეალურ საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეას.

შესაბამისად, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიმართავს

საქართველოს პროკურატურას:
დაიწყოს გამოძიება ტელევიზიის დირექტორის მიერ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და იძულების ფაქტებზე აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს:
გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და უზრუნველყოს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს:
გამოხატონ მკაფიო პოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად.

[1] ჟურნალისტი ნათია ზოიძე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილეა აცხადებს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი დირექტორი გიორგი კოხრეიძე მისგან მოითხოვდა სამაუწყებლო არხის სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებოდა კონკრეტული ფაქტების გასაჯაროებით"- წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42