გაუფორმებენ თუ არა ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სექტემბერში დაკავებულ 10 პირს საპროცესო შეთანხმებას ეს დღეს გახდება ცნობილი.
ცნობილია, რომ დაკავებულების უმეტესობა მზადაა, საგამოძიებო ორგანოებთან ითანამშრომლოს და პროკურატურის შეთავაზებას დათანხმდეს.
იურისტები ამბობენ, რომ დანაშაულის აღიარების შემთხვევაში შესაძლოა სამართლებრივი პრობლემები შეექმნათ იმ ბრალდებულებს, რომლებიც უკვე დეკემბერში დააკავეს.
დეკემბერში დაკავებულები კი დანაშაულს არ აღიარებენ.
"სხვა პირების მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმება ნიშნავს მათი მხრიდან აღიარებას და ეს, ბუნებრივია, იქნება წინააღმდეგობაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და როგორც ამ პიროვნებას, ისე სხვა, მეორე ჯგუფის ბრალდებულებსაც შეიძლება სამართლებრივი პრობლემები შეუქმნან"- აცხადებს ადვოკატი.
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 20-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის არიან უცხოეთის მოქალაქეები, მშობლები და პედაგოგები.
მასალის გამოყენების პირობები






