"რუბიკონი გადალახულია, პროცესი შეუქცევადია, ამ არჩევნებზე ქართველი ხალხი გამარჯვების დროშას ააფრიალებს" - ნიკა მელია
პოლიტიკა - 18:43, 13 May, 2020     749

ოპოზიცია არის ერთსულოვანი იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც გულისხმობს 8 მარტის ხელშეკრულების უპირობო მხარდაჭერას - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ნიკა მელიამ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს გაანადგუროს და გაანეიტრალოს ოპოზიცია, სწორედ ამიტომ ის დაიჭერს ყველას ვისი დაჭერაც შეუძლია. მან აირჩია გზა, რომელზედაც კონკურენტი არ ეყოლება. ამ პირობებში კი მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ლაპარაკი არასწორია.
მელია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას "მაფიოზური" კანონებით მართავს და მასზე, როგორც დემოკრატიულ მმართველზე საუბარი არ შეუძლება. მან რუბიკონი მაშინ გადალახა, როდესაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება მოატყუა.

"ბიძინა ივანიშვილი არის შორს პოლიტიკისგან, მან აირჩია გზა, რომელზედაც კონკურენტი არ ეყოლება, ეს გზა არის მაფიოზური, ეს გზა არის კრიმინალური. ამ ადამიანს არაფერი არ აიუნტერესებს, ჩვენს ქვეყანას უყურებს როგორც მეწველ ძროხას, ბეღელს, საიდანაც უფრო მეტ ფულს იშოვის. მას ერთადერთი გამოსავალი აქვს, რომ გაანადგუროს და გაანეიტრალოს ყველა, ზოგი ციხეში ჩაყრით, ზოგი უბრალოდ განეიტრალებით და კაცმა არ იცის კიდევ რაზეა წამსვლელი. თუ მიეცემა საშუალება, ეს ადამიანი არასოდეს არ წავა.ეს სურვილი აქვს მას.
ოპოზიცია არის ერთსულოვანი იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც გულისხმობს უპირობო მხარდაჭერას 8 მარტის ხელშეკრულებისა.
რა სისტემაც არ უნდა იყოს აუცილებლად დამარცხდება ივანიშვილი. ნუ უყურებთ ამ ადამიანს , როგორც პოლიტიკოსს, ეს არის მილიარდელი შაქრო კალაშოვი. გადაამლაშა ნამეტანი, როდესაც თავის ყორეს ძალიან დიდი ქვა გამოაცალა. საერთაშორისო საზოგადოებასაც დაუპირისპირდა. ეს არის ბოლო. ეს არ ემართება საღი აზრის მატარებელ ადამიანს. ბიძინა ივანიშვილი არის კრიმინალი. კლასიკური მაფიოზი. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი მცდარი მგონია. მან კარგად უნდა იცოდეს რომ მიიღებს და იქნება კარგი მისთვისვე და არ მიიღებს და ძალიან ცუდი იქნება მისთვისვე. რუბიკონი გადალახულია, პროცესი შეუქცევადია. 2020 წლის ბოლო გამარჯვების დროშას ეს ადამიანები ვერ ააფრიალებენ." - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ მიიღო ერთიანი გადაწყვეტილება, რომ ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რათა 8 მარტის შეთანხმება შედგეს. მათი თქმით, "პოლიტპატიმრების არგამოშვება ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების მთლიანად ჩაშლას ნიშნავს". ამასთან იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, ოპოზიციური ფრაქციები საპარლამენტო ბოიკოტს გააგრძელებენ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42