"გადაგდებული ოპოზიცია და გადამგდები ოცნება"- დავით ჭიჭინაძე ოპოზიციის განახლებულ კონსულტაციებს აფასებს
პოლიტიკა - 17:21, 13 May, 2020     463

„ეს არის ვარჯიში თავზე ლაფის დასხმაში. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ფსევდოოპოზიცია მუდმივად კულუარულ გარიგებაშია „ოცნებასთან“ - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ოპოზიციის განახლებულ კონსულტაციებს და საკონსტიტუციო ცვლილებების წარდგენის შემთხვევაში, მხარდაჭერას არ აპირებს.

„მე არც კონსულტაციებში მიმიღია მონაწილეობა და კენჭისყრის შემთხვევაში, მხარდაჭერასაც გამოვრიცხავ, რადგან არავის აინტერესებს როგორ დაბინავდებიან ესენი. ხალხისთვის მთავარი ხვალინდელი დღე, ეკონომიკა, საკვებია ბოლოსდაბოლოს, სადაც უვე დიდი კატასტროფის წინაშე ვართ.

ამას გარდა, პოლიტიკოსს თავმოყვარეობა უნდა გააჩნდეს.

რადგან, „ქართულ ოცნებას“ როგორც კი ამოისუნთქვის საშუალება ეძლევა, იმ წუთიანვე სათავისოდ ატრიალებს ყველაფერს. ოპოზიცია კი, კიდევ ერთხელ შევიდა მის თამაშში და შესაბამისად კიდევ ერთხელ გადააგდებინა თავი.

პრინციპში ეს გასაკვირიც არ არის, რადგან „ოცნებამ“ ოპოზიცია კი არა, ხალხი გადააგდო არაერთხელ. ოპოზიციამ კი, ხალხისგან არამანდატაღებული მოლაპარაკებების წარმოება გადაწყვიტა და ბუღალტერიით დაკავდა.

ამიტომ, თუ შიგნით ვიღაცეები კულუარულად რიგდებიან, მერე ამ გარიგებაში თავს მოტყუებულად თვლიან და თან გაიძახიან ყველაზე დიდი ფრაქცია ჩვენ ვართო, „ ქართულ ოცნებასთან„ ყველაზე დიდი მოთამაშეებიც სწორედ ეგენი არაიან და იმიტომაც ტყუვდებიან ყოველთვის!

ისინი თავის დროზე მოატყუა სააკაშვილმა, შემდეგ საპრეზიდენტოზე - ივანიშვილმა, მერე ისევ სააკაშვილამა... ანუ, პოლიტიკური თამაშებით მათ პრაქტიკულად ყველაფერი წააგეს, შესაბამისად მათთან რაიმე საერთოზე საუბარი ძალიან ცუდია, კონსულტაციები კი, ვარჯიში თავზე ლაფის დასხმაში“ - აცხადებს ჭიჭინაძე და თვლის, რომ 30 მაჟორიტარი დეპუტატი, ასეთ გადიდებულ ოლქებში, სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი ჩუქება და „ფორა ქართული ოცნებისთვის.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42