COVID-19-ის ტესტების სკანდალი გრძელდება - ჯანდაცვის სამინისტრო ტესტების შესყიდვას აღარ აპირებს
პოლიტიკა - 17:02, 13 May, 2020     527

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის ტესტების შეძენას აღარ აპირებს .

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ტესტები, რომელიც უწყებას უნდა შეეძინა, მათ მიერ დატესტილი არ იყო და შერჩევა მხოლოდ ანოტაციისა და თანმხლები სერთიფიკატების მიხედვით მოხდა.

​გაბუნია ს განმარტებით, ტესტების მოწოდება კომპანიამ ვერ შეძლო, რის გამოც შესყიდვა აღარ მოხდა.

"ტესტი აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას, აღიარებითი რეჟიმის საფუძველზე მოხდა მისი რეგისტრაცია, რომელიც ასევე იყო რეგისტრირებული ნიდერლანდებში შესაბამისი მიზნებისთვის. თან ახლდა არაერთი სერთიფიკატი, ანუ ყველა მოთხოვნა, რომელიც იყო დაყენებული, ტესტმა დააკმაყოფილა, თუმცა მოხდა ისე, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ტესტის მოწოდება ვერ მოხდა. იმის გამო, რომ მოწოდება ვერ მოხდა ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეჩერების შესახებ. დღეს ტესტების შესყიდვის ხელშეკრულება ჩვენ არ გვაქვს, არც იგეგმება ამ მიმართულებით ცვლილების გატარება. ტესტების შესყიდვას სამინისტრო არ განახორციელებს", - აცხადებს მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ეს ტესტები მათ არ შეუფასებიათ. ამირან გამყრელიძის განცხადებით, არცერთი წამყვანი ქვეყნის ჯანდაცვის უწყება არ იძლევა რეკომენდაციას, რომ ტესტი კოვიდინფექციის დიაგნოსტირებისთვის იქნას გამოყენებული.

"ტესტი იქნება ეს იმ კომპანიის ან სხვა კომპანიის, ბევრია ამ ტიპის კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ამ ტესტებს. ჯერჯერობით მათი სპეციფიურობა და მათი მგრძნობელობა არ არის მაღალი, ალბათ, დრო გვაჩვენებს და დროთა განმავლობაში დაიხვეწებიან", - ამბობს გამყრელიძე.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს 30 ათასი ტესტი ჰოლანდიიდან უნდა შეეძინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ტესტები ჩინურია და მათი გამოყენება ბევრ ქვეყანაში აიკრძალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42