"გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - შეთანხმების შესრულება მის ორივე ნაწილში" - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 14:57, 13 May, 2020     561
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებში "აბსოლუტურად ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი" გაგება არსებობს, რომ 8 მარტის შეთანხმება 2 ნაწილისგან - პოლიტიკური დევნისა და საარჩევნო პროპორციების ნაწილისგან შედგება.

"დღეს პოლიტიკური პარტიები კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ სწორედ ასე ვხედავთ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას - მის შესრულებას ორივე ნაწილში. ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც გახსნის სივრცეს ნორმალური პოლიტიკური კლიმატისა და პოლიტიკური ურთიერთობისთვის ამ ქვეყანაში.

ჩვენ ასევე ვიმსჯელებთ საარჩევნო მზადების საკითხებზე, გავაგრძელებთ საუბარს მაჟორიტარული კანდიდატების კოორდინირების თემაზე, რომელიც უკვე დაწყებულია. ძალიან ბევრი საკითხია, მაგრამ მთავარი საკითხი იქნება ის სრულიად ცალსახა მოლოდინი, რომელიც არსებობს ოპოზიციურ პარტიებში, რომ ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და ეს შესრულება მოიცავს შეთანხმების ორივე ნაწილს", - განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის თქმით, თუ 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდება, ამაზე ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი.

"ეს იქნება ის გზა, რომელიც აირჩია ხელისუფლებამ. ჩვენ ვხედავთ, რომ 8 მარტის შეტანხმებით მანიპულირებით ხელისუფლება მივიდა იმ ვითარებამდე, როდესაც ევროპარლამენტისა და ამერიკის კონგრესის წევრები ღიად იყენებენ ტერმინს "პოლიტიკური პატიმრები" და პირდაპირ ითხოვენ პოლიტიკური პატიმრების გამოშვებას. ასეთი რამ წარსულში არასდროს ყოფილა. მანიპულირებითა და ტყუილით ქართულმა ოცნებამ თავი შეიყვანა ჭაობში. ყველა ნაბიჯით ამ ჭაობში უფრო ღრმად იძირება. გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - შეთანხმების შესრულება მის ორივე ნაწილში, როგორც ამას ითხოვენ ჩვენი უცხოელი მეგობრები, როგორც ამას ითხოვს და ელოდება ქართული საზოგადოება.
როგორც კი დავინახავთ, რომ ხელისუფლებამ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა შეთანხმების ორივე ნაწილის შესასრულებლად, ჩვენ მზად ვიქნებით, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც არის ჩვენი ჩვენი ვალდებულება და, მათ შორის, მხარი დავუჭიროთ საარჩევნო პროპორციების ნაწილს. ოღონდ, გულისხმობს შეთანხმების შესრულებას ორივე ნაწილში. თუ ეს არ მოხდა, ამაზე პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება", - ამბობს დავით ბაქრაძე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42