მელიას თქმით, ის საფრთხეებში ყველაფერთან ერთად, საარჩევნო სისტემის, საკონსტიტუციო ცვლილების არმიღებას და სახელმწიფოებრივი საფუძვლების ბოლომდე მორღვევას გულისხმობს.
ოპოზიციის ლიდერის თქმით, ხელისუფლების ოპონენტები იბრძოლებენ იმ გზით, რაც ამ სახელმწიფოს „განათებას მოემსახურება და არა წყვდიადში შესვლას“.
„ვიდრე ამ ქვეყანას სათავეში მილიარდერი ივანიშვილი უდგას ყველაფრის საფრთხე არსებობს და ყველაფრის საფრთხე იარსებებს, დაწყებული საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილების არმიღებით, დამთავრებული სახელმწიფოებრივი საფუძვლების ბოლომდე მორღვევით. ეს არის ცხადზე ცხადი, ეს არის მოცემულობა, რომელსაც წლის ბოლოს აუცილებლად ბოლო მოეღება"- აღნიშნა მელიამ.
ენმ-ს ლიდერის განცხადებით ამ ბრძოლაში ხალხი იქნება ოპოზიციასთან და ოპოზიცია იქნება ხალხთან.
"აგერ თქვენ და აგერ მე, ბიძინა ივანიშვილი წლის ბოლოს აუცილებლად დაემშვიდობება იმ ბეღელს, რომლადაც მიაჩნია ეს ქვეყანა. სხვა აზრი არ შეიძლება ნამდვილ საქართველოს პატრიოტ მოქალაქეს დაებადოს და მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ბევრი არის ასეთი მოქალაქე. წინ გველოდება ბრძოლა.
ბიძინა ივანიშვილს თუ მივცემთ შესაძლებლობას, არასოდეს არ წავა ხელისუფლებიდან, მაგრამ ამის შესაძლებლობას არავინ აღარ მივცემთ. ჩვენ ვიბრძოლებთ იმ გზით, რა გზაც ამ სახელმწიფოს განათებას მოემსახურება და არა წყვდიადში შესვლას. დიაგნოზი დასმულია: ეს ბატონი არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა და ყველაფერი გაკეთდება იმისათის, რომ თქვენი შვილები, ჩემი შვილები და მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრების შვილები, ბედნიერ საქართველოში ცხოვრობდნენ“,- განაცხადა მედიას მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






