მათი თქმით, შეთანხმება ქართული ეკონომიკის აღდგენის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო სტიმული იქნება.
ლევან ახვლედიანის თქმით, პროექტის სწრაფად ამუშავება შესაძლებელია.
მისივე განცხადებით, რომ მშენებლობის გაგრძელება სწრაფად შექმნის სამუშაო ადგილებს და ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.
"ახლა არის ხელსაყრელი მომენტი მსოფლიოში. ხდება გადანაწილება საწარმოო ძალების. საქართველო ამ შემთხვევაში ძალიან ხელსაყრელ პოზიციაშია, რომ მოიზიდოს მულტინაციონალური კომპანიები. ეკონომიკური კრიზისია საქართველოში და საჭიროა ქვეყანაში სწრაფი პროექტების წამოწყება, რომელსაც შეუძლია გარდატეხის შეტანა ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში და სამუშაო ადგილების შექმნა, ასეთია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მის უკან განთავსებული სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელსაც შეუძლია შეუძლია ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა", - აცხადებს ახვლედიანი.
მასალის გამოყენების პირობები






