ეროვნული ვალუტა ერთი კვირის განმავლობაში უმნიშვნელოდ, მაგრამ სტაბილურად უფასურდებოდა. ამ პერიოდში კურსმა 0,01 პუნქტით, 1,66-დან 1,67-ზე გადაინაცვლა.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ლარი ხელოვნურად უფასურდება, მეორე ნაწილი კი თვლის რომ, ძველ ხელისუფლებას კურსი ხელოვნურად ეჭირა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.
"არანაირი საფუძველი არათუ პანიკის, ოდნავი შეშფოთებისაც არ არსებობს. ცნობისთვის გეტყვით,რომ ბიუჯეტი გათვლილი იყო 1დოლარი 1.7 -ზე.
კურსი მყარდებოდა ზაფხულის განმავლობაში და მერე შემცირდა 1.64 მდე, ახლა ოდნავ გაიზარდა, ამაში საგანგაშო არაფერია. ჩვენ პულსზე ხელი გვიჭირავს და თუ რამე ჩარევა გახდა საჭირო ეროვნული ბანკი მზადაა. მას წელს ძალიან გაეზარდა სავალუტო რეზერვეები და არანაირ საფრთხე არ არის", - განაცხადა ხადურმა.
ლარის კურსის მერყეობას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილიც გამოეხმაურა და პროცესს ჩვეულებრივი მოვლენა უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






