„გიორგი გახარია არც ფიგურაა, არც გუნდური მოთამაშე, შესაბამისად ის ვერც გუნდს შეკრებს. რასაც ვერ ვიტყოდი კალაძეზე. კალაძეს ამ შემთხვევაში ალბათ ფეხბურთმა უშველა, ამბიციაც მეტი გააჩნია და თუ კანონი არ შეიცვალა და თავისი 22 მაჟორიტარით დარჩა თბილისში, გაცილებით მეტი გავლენა ექნება „ოცნებაში“ მყოფ ნებისმიერ ადამიანზე, შესაბამისად ივანიშვილისთვისაც უფრო სახიფათო გახდება.
მოკლედ, ივანიშვილს კვირიკაშვილთან უკვე ქონდა „მწარე გამოცდილება“ , ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, ახალი გუნდის არჩევაში, ლილუაშვილს ექნება ყველაზე დიდი გავლენა. არც ის არის გამორიცხული, თავადაც გახდეს პოლიტიკური ფიგურა. მითუმეტეს, რომ ლილუაშვილს უკვე აქვს სერიოზული კულუარული გავლენებიც და პოლიტიკური გამოცდილებაც. ანუ, კალაძის საპირწონე ამ შემთხვევაში გახარია კი არა, სუსის ხელმძღვანელი ხდება. თუ რა თქმა უნდა, კახა კალაძემ კიდევ რამე მსგავსი არ „მოუწყო“ , რაც უკვე ერთხელ გააკეთა კომპანია „სვეტთან“ მიმართებაში.“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
მასალის გამოყენების პირობები






