რაჭას ჰესების კასკადი კი არა, დიდი ეროვნული პარკი ესაჭიროება - ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი
პოლიტიკა - 10:44, 13 May, 2020     753
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისი რაჭაში ჰესების მშენებლობას არ ეთანხმება.

„ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ზოგადი პოზიცია ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ცნობილია: მართებული ჰესი - მართებულ ადგილზე. „მართებული ჰესი“ ნიშნავს - უახლესი, ბუნებისადმი დამზოგავი და მინიმალური ზიანის მომტანი ტექნოლოგიებით აშენებულს, ხოლო „მართებულ ადგილზე“ ნიშნავს - ადგილის შერჩევისას სტრატეგიული დაგეგმარების შედეგებისა და მდგრადი განვითარების სამივე შემადგენელი კომპონენტის გათვალისწინებას - არა მხოლოდ ტექნიკურ-ეკონომიკურის, არამედ და თანაბრად სოციალურ-კულტურულის და ეკოლოგიურის. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი ეწინააღმდეგება ჰესების ყველა იმ პროექტს, რომელთა დაგეგმვა და განვითარება არ შეესაბამება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკის პრინციპებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისში აღნიშნავენ, რომ ჰიდროენერგეტიკული რესურსების გამოყენება უნდა ემყარებოდეს საფუძვლიან სტრატეგიულ გარემოსდაცვით და სოციალურ შეფასებებს;

"აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ჰიდროენერგეტიკული რესურსების გამოყენების დაგეგმვისა და ცალკეული პროექტების განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება;

ახალი ჰესების მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულყოფილად უნდა იქნას განხილული ყველა შესაძლო ალტერნატივა, განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების ჩათვლით, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან ბუნებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საზიანო გადაწყვეტილებები;

ჰესები არ უნდა შენდებოდნენ „არამართებულ ადგილებზე“ და ზემოქმედებას არ უნდა ახდენდნენ მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე ეკოსისტემებზე. შესაბამისად, აუცილებელია მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე მტკნარი წყლის ეკოსისტემების დაცვის მიზნით პრიორიტეტების განსაზღვრა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი გათვალისწინება"- წერია განცხადებაში.

WWF-ის კავკასიის ოფისი მიიჩნევს, რომ რაჭა და მდ. რიონი ჰესის მშენებლობისთვის მართებული ადგილი არ არის:

"რეგიონში ზოგადად სეისმურად მეტისმეტად მგრძნობიარე გეოეკოლოგიური ბალანსია, რაც ზრდის მოვლენების შესაძლო კატასტროფული განვითარების რისკს;

რიონის ჭალებს საერთაშორისო ეკოსისტემური მნიშვნელობა აქვს (ადგილსამყოფელების/ჰაბიტატების ეს ტიპი ბერნის კონვენციის შესაბამის ნუსხაშია შეტანილი);

მდ. რიონი მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე ეკოსისტემაა - ის ერთ-ერთია მსოფლიოს იმ რამდენიმე მდინარიდან, სადაც ჯერ კიდევ ხდება გლობალურად კრიტიკული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ზუთხისებრთა სახეობების ბუნებრივ პირობებში გამრავლება. ამ თვალსაზრისით კი მდ. რიონი ერთადერთი და შეუცვლელია შავი ზღვის აუზის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მდ. რიონზე დამატებითი ჰესების კასკადის მშენებლობა და ოპერირება კიდევ უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის ზუთხისებრთა ისედაც შემცირებულ სატოფო ადგილებს და საბოლოოდ, ზუთხისებრთა დაცვასა და შენარჩუნებას; და

ეჭვგარეშეა, რომ აუნაზღაურებელი ზიანი მიადგება გენეტიკურ მრავალფეროვნებას, რომელიც ამ რეგიონში უნიკალური აგრო-ბიომრავალფეროვნებით და გნებავთ ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობითაა გამოსახული, სახელდობრ - ვაზის უიშვიათესი, მსოფლიოსთვის უნიკალური ჯიშებით. ყველაფერ ამასთან, რაჭის ტურისტული პოტენციალი ერთი-ათად შემცირდება.

„რაჭას ჰესების კასკადი კი არა, დიდი ეროვნული პარკი ესაჭიროება - ბუნებაც დაცული იქნება, მიწაც არ გასხვისდება (ტყე, საძოვარი), ხალხიც დაკმაყოფილდება შეშით თუ სხვა ბიოლოგიური რესურსებით და, ამასთან, ადგილობრივები პარკში დასაქმდებიან და ეროვნული პარკი (როგორც „ბრენდი“) ათასობით ტურისტს მოიზიდავს. პარკი დაიგეგმა, შემდეგ ხელისუფლების ტექნიკური ნაწილის მოთხოვნით გადაიგეგმა და მაინც დღემდე არ დაარსდა", - ვკითხულობთ განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42