ქურდული სამყაროს წევრების გაღიზიანება სალომე ზურაბიშვილის განკარგულებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც კრიმინალური სამყაროს რამდენიმე გავლენიან წევრს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, თუ ქართველ "კრიმინალებს" უცხოეთში დაკავებენ, მათ დეპორტაცია საქართველოში ვეღარ მოხერხდება.
"მოსარჩელეები არიან ე.წ. კანონიერი ქურდები მოპასუხე მხარე არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც უნდა წარმოადგინოს სრული მასალა, ქვეყნიდან განდევნა, მოკვეთა, იმის მოგონება,რომ თუ მას რაიმე სახის პასპორტი აღმოაჩნდა ყალბი, შენ აქ შეუწყვიტო საქართველოს მოქალაქეობა, რომ მერე საქართველოში შემოსვლის საშუალება არ აქვს, დეპორტს ვერ განახორციელებს სახელმწიფო. რომ რამე დაემართოთ ვერ ჩამოასვენებენ, იმიტომ რომ საბუთი აღარ აქვთ"- განაცხადა ადვოკატმა თამარ აბესაძემ.
როგორც ირკვევა, ერთ-ერთი მოსარჩელე ილია სამსონია, იგივე ილია "ოზურგეთსკია".

"პრეზიდენტის ბრძანებით ამ ადამიანებს სრულიად უსაფუძვლოდ ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა. ეს მოხდა ისე, რომ არ გადამოწმებულა, რეალურად ჰქონდათ, თუ არა რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
აბსოლუტურად მიუღებელია ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება. ეს მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. სავარაუდოდ, პრეზიდენტს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ ჰქონდათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
დღეს ისინი არცერთი ქვეყნის მოქალაქეებად არ ითვლებიან, შეზღუდული აქვთ მთელი რიგი სერვისები, მათ შორის, დიდი ძალისხმება გვიწევს სასამართლოში მათი საქმის წარმოება ეფექტურად რომ განვახორციელოთ", – ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე.
მასალის გამოყენების პირობები






