საქართველოს კაპიტალის ჯგუფი ცდილობს COVID-19 - ის ფაქტორი გამოიყენოს, რათა საქართველოს საბანკო სისტემიდან დასაშვებზე მეტი დაფინანსება მიღოს - ეროვნული ბანკის განცხადება
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:25, 12 May, 2020     1336

ბატონი გამყრელიძის განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს კაპიტალის ჯგუფი ცდილობს COVID-19 - ის ფაქტორი გამოიყენოს, რათა საქართველოს საბანკო სისტემიდან დასაშვებზე მეტი დაფინანსება მიღოს - ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
განცხადების თანახმად საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, ნიკოლოზ გამყრელიძის მიერ გაკეთებულ შეფასებები არასწორია.

„ეროვნული ბანკი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იცავს კონფიდენციალურობის მოთხოვნას და საჯაროდ არ საუბრობს მასსა და ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ორგანიზაციას შორის მიმდინარე პროცესებზე. თუმცა აუცილებლად მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ დღეს ერთ-ერთი სატელევიზო ეთერით საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის ბატონ ნიკოლოზ გამყრელიძის მიერ გაკეთებულ არასწორ ფაქტებსა და შეფასებებს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა და, ამავდროულად, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვაა. ეროვნული ბანკის ვალდებულებაა, ასევე, ქვეყნის საფინანსო სექტორში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, სისტემური რისკის კონტროლი და პოტენციური რისკების შემცირება.

სწორედ ამ ამოცანებისა და ფუნქციების განუხრელმა და ჯეროვანმა შესრულებამ მოგვცა შესაძლებლობა, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პერიოდშიც შევინარჩუნოთ ფინანსური სექტორის სტაბილურობა და უზრუნველვყოთ დეპოზიტართა და ინვესტორთა უფლებების სათანადოდ დაცვა. ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული ბანკი მუდმივ კოორდინაციაშია საფინანსო სექტორთან, ყოველთვის შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ითვალისწინებს არსებულ გარემოებებს და, მანდატისა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, მოქმედებს ოპერატიულად.

საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიციაა, რომ ჯანდაცვის სექტორის როლი მიმდინარე გამოწვევებზე საპასუხოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნულის დასტურია ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წინაშე პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით მყისიერად ამოქმედებული დროებითი საზედამხედველო გეგმა. თუმცა, ცალსახად აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ქმედება, როდესაც ესა თუ ის ჯგუფი, ვირუსთან ბრძოლის ხელშეწყობის სახელით, კონკრეტული ბიზნეს საქმიანობისთვის შეღავათს ითხოვს.

პანდემიის დაწყების შემდგომ ბატონი გამყრელიძის მიერ გაკეთებული განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს კაპიტალის ჯგუფი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გარდა ფლობს საქართველოს ბანკის, სადაზღვეო კომპანია ალდაგის, m2-ის და მრავალი სხვა კომპანიის წილებს ბევრ სექტორში (ალკოჰოლური სასმელების წარმოება, სასტუმროები, რესტორნები, ენერგეტიკა, და ა.შ.), ცდილობს გამოიყენოს COVID-19 - ის ფაქტორი და, მოქმედი რეგულაციების დარღვევის გზით, საქართველოს საბანკო სისტემიდან დასაშვებზე მეტი დაფინანსება მიღოს. ეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბანკისა და მისი დეპოზიტორებისათვის ცალსახად რისკების ზრდას ნიშნავს და, ასევე, ბანკებს შორის არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოს აჩენს.

ინტერესთა კონფლიქტის მართვისა და მსხვილი რისკების შესახებ მოთხოვნების მიზანია საფინანსო სექტორის მდგრადი, სტაბილური ფუნქციონირება და დეპოზიტორთა უფლებების დაცვა. აღნიშნული მანდატის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვანი შესრულება, ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ საფინანსო სექტორის სტაბილურობაზე, არამედ ჩვენს მიმართ ინვესტორთა ნდობასა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამას ეროვნული ბანკი არ დაუშვებს”,-აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42