"ამას მიაღწია ამ ხელისუფლებამ, რომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშმა პირდაპირ დაწერა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმება უნდა შეასრულოს და უნდა გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ეს ტერმინი ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებებში აქამდე არ ყოფილა. ამით ყველაფერი დამთავრდა - ყველანი ერთხმად ამბობენ, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არიან: ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა, გიორგი რურუა. ეს ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ და ეს არის 8 მარტის შეთანხმებაში"- აცხადებს ჩალაგაშვილი.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.
„მე მოველი საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან, რომ სრულად შეასრულონ მარტის შეთანხმება, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემისკენ, - წერს სენატორი „ტვიტერზე“ .
ცნობილია, რომ 8 მარტს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მიღწეული ისტორიული შეთანხმება ორნაწილიანია და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე პროპორციით განაწილებას და ასევე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს.შეთანხმება, რომ ორი ნაწილისგან შედგება 11 მაისს, აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადებით დაადასტურეს.
მოლაპარაკებებში ჩართული დიპლომატების მხრიდან მკაფიო განცხადებაბის გაკეთება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ამაზე პასუხისმგებელი ოპოზიცია იქნება.
მმართავლი პარტია ირწმუნება, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს.
საპირისპიროს ამტკიცებენ ხელისუფლების ოპონენტები მათი თქმით, დოკუმენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილების უზრუნველყოფასთან ერთად პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებასზეც არის საუბარი.
მასალის გამოყენების პირობები






