საქართველოს ბანკმა მობილ და ინტერნეტბანკის ონლაინ აქტივაცია დანერგა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:59, 12 May, 2020     1103


12 მაისი, 2020- საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს მობილ და ინტერნეტბანკით ონლაინ აქტივაცია შესთავაზა. სიახლე შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს რეგისტრაცია მარტივად და უსაფრთხოდ, ფილიალში მისვლის გარეშე გაიაროს. ეს საშუალებას მისცემს მომხმარებელს ისარგებლოს ყველა საბანკო პროდუქტით უკვე მობილბანკით ანდროიდის სისტემაზე, მალე კი iOS-ზეც. ამ ეტაპზე აღნიშნული სიახლე ეხება ყველა იმ ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც უსარგებლია საქართველოს ბანკის პროდუქტებით.

სიახლეა ისიც, რომ მომხმარებელი საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლასაც შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი მომხმარებელს არ ჰქონდა ან ძველი საკონტაქტო ნომერი ჰქონდა მითითებული, მას მარტივად განაახლებს.

ონლაინ აქტივაციისთვის მხოლოდ რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლაა საჭირო. კერძოდ, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს როგორ სურს აქტივაცია: პირადობის მოწმობით თუ პასპორტის საშუალებით. ასევე, სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ე.წ. „სელფის“ საშუალებით იდენტიფიკაცია, რის შემდეგაც მომხმარებლის ვიზუალის მობილბანკის მონაცემთა ბაზაში ასახვა ხდება. იდენტიფიკაცია სახის ამოცნობის საეთაშორისო /ევროპული სტანდარტების მიხედვით აწყობილი ფუნქციონალის მეშვეობით ხდება.

ონლაინ აქტივაციის სისტემა სრულიად დაცულია, რადგან უსაფრთხოების ყველა ასპექტი ვერიფიცირებული და სერტიფიცირებულია უსაფრთხოების ყველა პარამეტრის გათვალისწინებით.

სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმითიც რომ, მისით სარგებლობას საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებიც შეძლებენ.

“საქართველოს ბანკი მუდმივ რეჟიმში განაგრძობს ინოვაციის დანერგვას და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ მომსახურების მათთვის წარდგენას. ბანკი ცდილობს მომხმარებელს მარტივი, სწრაფი და კომფორტული გადაწყვეტები შესთავაზოს. ამჯერად ბანკი მომხმარებელს ანგარიშის ონლაინ აქტივაციას ფილიალში მისვლის გარეშე სთავაზობს. ეს მომხარებელს მისცემს შესაძლებლობას არა მხოლოდ მოახდინოს მობილ და ინტერნეტბანკის ონლაინ აქტივაცია, არამედ შეცვალოს საკონტაქტო ინფორმაცია სადაც არ უნდა იყოს, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ“,-აცხადებენ საქართველოს ბანკში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42