"ივანიშვილმა პირობა უნდა შეასრულოს, ეს საქართველოს ყველა მეგობრის პოზიციაა"- გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 14:23, 12 May, 2020     464
საქართველოს ყველა მეგობრის, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია არის ერთი და იგივე: ივანიშვილმა პირობა შეასრულოს, რასაც შემდეგ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის, განცხადების კომენტირებისას განაცხადა.


"არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიშმა გუშინ საკუთარი და საელჩოს განცხადება გაავრცელა ერთად და ეს ბუნებრივია.

აშშ-ის, საქართველოს ყველა მეგობრის, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია არის ერთი და იგივე, ივანიშვილმა უნდა შეასრულოს პირობა, რომელიც დადო საქართველოს მეგობრების და ქართული საზოგადოების წინაშე - გამოუშვას პოლიტპატიმრები. თუნდაც, ნუ დაარქმევს პოლიტპატიმრებს, თქვას, მე არ გამომიშვიაო, მაგრამ გამოუშვას. შეცვალოს საარჩევნო სისტემა, მერე უნდა ჩავატაროთ მაქსიმალურად ნორმალური არჩევნები, მერე ივანიშვილი უნდა შეეგუოს ქართული საზოგადოების ვერდიქტს და მერე უნდა გვყავდეს მთავრობა, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ იმ უზარმაზარი გამოწვევების ფონზე, რომელიც გვაქვს ეკონომიკის კუთხით, პანდემიის ფონზე, და არა ჩიხისკენ, საითაც ივანიშვილმა წაიყვანა ეს ქვეყანა ამ 8 წლის განმავლობაში"- აცხადებს ბოკერია.

მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ივანიშვილი პირობას არ შეასრულებს და საბოლოოდ, არც საარჩევნო სისტემა შეიცვლება, ქართული ოცნება არჩევნებში მაინც დამარცხდება, თუმცა, ეს საქართველოს, მისი დემოკრატიის დამაზიანებელი, ცუდი სცენარია.

"მას ჰგონია, რომ ეს ისეთი სისუსტის გამოვლინება იქნება, რომელიც არ უნდა დაუშვას, სურს დაამკვიდროს წესი, რომ ანგარიშვალდებული არ არის ქართული საზოგადოების წინაშე და ჰგონია, შეუძლია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები გადააგდოს საქართველოს ინტერესების ხარჯზე. ივანიშვილი ამაშიც ცდება. ეს არის ცუდი სცენარი, როცა ქართული დემოკრატიაც ზიანდება, საქართველოს რეპუტაციაც ზიანდება და ჩვენ ეკონომიკური დახმარებისთვის გვჭირდება, რომ საქართველოს რეპუტაცია დამატებით აღარ დაზიანდეს. ეს არის ძალიან სარისკო სცენარი და მას ვერ გადაარჩენს, ვერ შეუნარჩუნებს ძალაუფლებას, მისთვის ძალიან სახიფათო და ტრაგიკულ პოლიტიკურ ბედს უქადის მომავალში", - ამბობს ბოკერია.

ცნობილია, რომ 8 მარტს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მიღწეული ისტორიული შეთანხმება ორნაწილიანია და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე პროპორციით განაწილებას და ასევე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს.
შეთანხმება, რომ ორი ნაწილისგან შედგება 11 მაისს, აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადებით დაადასტურეს.

მოლაპარაკებებში ჩართული დიპლომატების მხრიდან მკაფიო განცხადებაბის გაკეთება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ამაზე პასუხისმგებელი ოპოზიცია იქნება.

მმართავლი პარტია ირწმუნება, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს.

საპირისპიროს ამტკიცებენ ხელისუფლების ოპონენტები მათი თქმით, დოკუმენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილების უზრუნველყოფასთან ერთად პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებასზეც არის საუბარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42