ყველა ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისრირებული მიწა, ყოველ 1 ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფერმერებისთვის დიზელის ფასი საბაზრო ფასზე 1 ლარით იაფი იქნება.
მისი განმარტებით, ფერმერებს აღნიშნული დახმარებისთვის მიმართვა 20 მაისიდან შეეძლებათ.
აღნიშნული შეღავათები, ყველას შეეხება, ვინც წლის ბოლომდე მიწის რეგისტრაციას მოახერხებს
"ყველა ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე 1 ლარით იაფი. საერთოდ, სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის საწვავის ფასი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ პრობლემის გადასწყვეტად, არა მხოლოდ კრიზისში დღეს, წელს, არამედ მომავალი წლებისთვის. ერთმნიშვვნელოვნად შემიძლია გითხრათ გარანტირებულად, რომ აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე დიზელის ფასი ბაზარზე", - თქვა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






