"ივანიშვილს განკითხვის ჟამი დაუდგა - ოლიგარქის მიმართ პერსონალური სანქციების მომსწრენიც გავხდებით"- რომან გოცირიძე
პოლიტიკა - 14:16, 12 May, 2020     656
შესაძლოა, საქართველოს ის ფინანასური და სასურსათო დახმარებები შეუჩერდეს, რაც პარტნიორი ქვეყნების მიერ იქნა გამოყოფილი და რის ასახვასაც მთავრობა ბიუჯეტში აპირებს - მსგავსი პროგნოზი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს რომან გოცირიძეს ეკუთვნის.


ფრაქციის თავმჯდომარე თვლის, რომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის განცხადება ერთგვარი ნიშანია.

"მილიარდები გინდოდეს დასავლეთისაგან და არ სცემდე პატივს დასავლურ დემოკრატიას, თამაშის პატიოსან წესებს, გამუდმებით ატყუებდე პარტნიორებს - ასე დიდხანს რომ ვერ გაგრძელდებოდა, ნათელი იყო. ხოდა დაუდგა ივანიშვილს განკითხვის ჟამი. მოვა დრო, მის მიმართ პერსონალური სანქციების მომსწრენიც გავხდებით.

პოლიტპატიმრების ყოლის დადასტურება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ნატოსა და სხვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხს. საკუთარი ძალაუფლების მანიაკალური შენარჩუნების სურვილით, ივანიშვილი აზაინებს ქვეყნის საერთაშორისო ინტერესებსაც", - აცხადებს გოცირიძე.

ცნობილია, რომ 8 მარტს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მიღწეული ისტორიული შეთანხმება ორნაწილიანია და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე პროპორციით განაწილებას და ასევე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს.
შეთანხმება, რომ ორი ნაწილისგან შედგება 11 მაისს, აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადებით დაადასტურეს.

მოლაპარაკებებში ჩართული დიპლომატების მხრიდან მკაფიო განცხადებაბის გაკეთება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ამაზე პასუხისმგებელი ოპოზიცია იქნება.

მმართავლი პარტია ირწმუნება, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს.

საპირისპიროს ამტკიცებენ ხელისუფლების ოპონენტები მათი თქმით, დოკუმენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილების უზრუნველყოფასთან ერთად პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებასზეც არის საუბარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42