"კობახიძე განმარტებას ითხოვდა და მიიღო, საქართველოში არიან პოლიტპატიმრები"- რატიანი ჯიმ რიშის განცხადებაზე
პოლიტიკა - 11:27, 12 May, 2020     499

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო რატიანი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ“ ის განმარტება მიიღო, რომელსაც ითხოვდა. დეპუტატი ამ განცხადებით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას ეხმაურება.

„სენატის თავმჯდომარის ამ განცხადებას შეიძლება ვუწოდოთ „განსაკუთრებით უტიფართათვის“. კობახიძე ითხოვდა განმარტებას და მან მიიღო ეს განმარტება, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები და ისინი უნდა გათავისუფლდნენ. მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს, სადაც საუბარი იყო, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლებულიყვნენ, ასევე, საუბარი იყო, რომ პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით პროგრესისა და შეთანხმებისთვის მიეღწიათ. ვფიქრობ, ყველა შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ „ოცნებას“ გარკვეულწილად სახე შეენარჩუნებინა. არავინ საუბრობდა, ყოველ შემთხვევაში, არავინ ითხოვდა მათგან, რომ ისინი როგორც პოლიტპატიმრები დაესახელებინათ და ისე გაეთავისუფლებინათ, მაგრამ როგორც ნათქვამია, რასაც ღმერთს შესთხოვ, ის მოგეცემა კიდეც.

ნათქვამია, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან და ისინი უნდა გათავისუფლდნენ - ეს არის უმძიმესი შეფასება. არ ვიცი, „ქართული ოცნება“ რას იტყვის, უკრაინის მსგავსად შეიძლება ელჩი მოსალაპარაკებლად გამოიწვიონ. რას გააკეთებს „ქართული ოცნება“ მართალი გითხრათ, არ გვაინტერესებს, მაგრამ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსათვის და ქართული საზოგადოებისათვის“, - განაცხადა რატიანმა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„მე მოველი საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან, რომ სრულად შეასრულონ მარტის შეთანხმება, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემისკენ, - წერს სენატორი „ტვიტერზე“ .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42