ახალდაგებული გზების ხელახლა რეაბილიტაცია, ბიუჯეტს ათასობით ლარი უჯდება. ის თუ როდემდე გაგრძელდება ეს პროცესი, მერიას პასუხი არ აქვს.
მოქალაქეები არ გამორიცხავენ, რომ ჭავჭავაძის გამზირი კიდევ დიდი ხნით ჩაიკეტოს.
"კალაძემ კი გადაწყვიტა, რომ ჭავჭავაძე მილანს დაამსგავსოს, მაგრამ ვხედავთ, რომ ივანიშვილის ბოსტანს ემსგავსება იქაურება მარტივი რამის გამო. წელიწადზე მეტია ჭავჭავაძეზე ვერც გზა დააგეს, ვერც მილები დააერთეს ერთმანეთს და ვერთ გაჩერებები მოაწყეს. ეს ყველაფერი ჩვენს მოქალაქეებს დამატებით მილიონები უჯდება. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში დაიწყებოდა გამოძიება თუ ვინ გამოაცხადებინა ტენდერი და ვინ აკეთებს იმ სისულელეებს, რაც დღეს დედაქალაქის ცენტრში ხდება" - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი.
მერიაში ოპოზიციის ბრალდებებს არ ადასტურებენ. ნათი თქმით, ამჟამად, ჭავჭავაძის გამზირზე ჭების წამოწევის პროცესი მიმდინარეობს. „ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის ბოლო ფენის დაგება იწყება, ჭების წამოწევა უნდა მოხდეს შესაბამის ნიშნულზე. ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი პროცესი და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. იმისთვის, რომ ავტომანქანების გადაადგილებისთვის არ შეეშალა ხელი, მოხდა ჭების დროებით დაფარვა. ახლა მიმდინარეობს საბოლოო ეტაპი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჭები უნდა გასწორდეს შესაბამის ნიშნულზე“, - განმარტავენ მერიაში "ბი ემ ჯი"-სთან საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






