კვლების ავტორები მთავარ პრობლემად სასამართლოს დამოუკიდებლობას, მედიის თავისუფლებასა და არაფორმალური მმართველობას ასახელებენ.
"- საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხის მაჩვენებელი 2020 წელს 2018 წელთან შედარებით 0.2 ქულით გაუარესდა.
- 2020 წელს საქართველომ ყველაზე დაბალი ქულა პოლიტიკური და სოციალური ინტეგრაციის კომპონენტში მიიღო (5 ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი - პოლიტიკური ჩართულობის კომპონენტში (8.3 ქულა).
- დემოკრატიულობის ხარისხის 5 კომპონენტიდან 3-ში 2018 წელთან შედარებით მდგომარეობა გაუარესებულია, ხოლო 2 მათგანში შეფასება არ შეცვლილა.
- სახელმწიფოებრიობის კომპონენტის შეფასება 2020 წელს 2018 წელთან შედარებით არ შეცვლილა.
- პოლიტიკური ჩართულობის კომპონენტის შეფასება 2020 წელს 2018 წელთან შედარებით 0.2 ქულით გაუარესდა.
- კანონის უზენაესობის კომპონენტის შეფასება 2020 წელს 2018 წელთან შედარებით 0.2 ქულით გაუარესდა.
- დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობის კომპონენტის შეფასება 2020 წელს 2018 წელთან შედარებით 0.5 ქულით გაუარესდა.
- პოლიტიკური და სოციალური ინტეგრაციის კომპონენტის შეფასება 2020 წელს 2018 წელთან შედარებით არ შეცვლილა.
დემოკრატიულობის ხარისხი იზომება ხუთი ინდიკატორის საშუალებით: სახელმწიფოებრიობის დონე, პოლიტიკური ჩართულობა, კანონის უზენაესობა, სოციალური და პოლიტიკური ინტეგრაცია და დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობა. დემოკრატიულობის ხარისხის ინდიკატორების 2020 წლის შეფასებისა და მისი წინა წლებთან შედარების საფუძველზე, შევეცდებით, ვაჩვენოთ რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობდა საქართველოში დემოკრატიულობისკენ"- წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






