ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში უკვე გამოიყენეს გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდი.
ცერცვაძემ განაცხადა, რომ ამ მეთოდით უმკურნალეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს, 83 წლის ქალს, რომელსაც მძიმე პნევმონია, ჰიპერტონული დაავადება და შაქრიანი დიაბეტი აქვს და სისტემატურად სჭირდებოდა ჟანგბადის მიწოდება.
"კრიტიკულ პაციენტზე ჩვენ გამოვიყენეთ ერთხელ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა. ხშირად გესმოდათ, რომ ინფექციურ საავადმყოფოში წევს ერთი კრიტიკული პაციენტი, 83 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა მძიმე პნევმონია, გიპერტონული დაავადება და შაქრიანი დიაბეტი აქვს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი იყო. ის ჟანგბადდამოკიდებულიც იყო, მართალია ინტუბირებული არ იყო, მაგრამ სისტემატურად სჭირდებოდა ჟანგბადის მიწოდება. ჩვენ გამოვიყენეთ პლაზმის გადასხმა ორჯერ და ასევე გამოვიყენეთ ძლიერმოქმედი მედიკამენტი ტოცილიზუბაბი", - განაცხადა ცერცვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






