კონსულტაციისთვის გამოძახებული ელჩი უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდა და კარანტინშია
პოლიტიკა - 01:08, 12 May, 2020     659

საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით საქართველოში კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს, ქვეყანაში უკვე დაბრუნდა, თუმცა საკარანტინო ზონაშია.

„ვიმყოფები საკარანტინო ზონაში სხვა მგზავრებთან ერთად. ველოდები ტესტის აღებას და გამოკვლევის შედეგებს“, – განაცხადა მან.

თეიმურაზ შარაშენიძის თქმით, წამოსვლისას გამართა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში და გადასცა ქართული მხარის პოზიცია.

„ელჩის გამოძახება კონსულტაციებზე დიპლომატიაში მიღებულია. ჩვენს პარტნიორებს ჩვენი ეს ნაბიჯი არ გაჰკვირვებიათ და გარკვეულად გაგებითაც კი მოეკიდნენ. რეაგირება იყო, რომ უკრაინის მხარე ღებულობს პროტესტის ამ ფორმას და ის არ გამოიწვევს თავისი მხრიდან ელჩს და ყველანაირ ძალისხმევას იხმარს, რომ შენარჩუნდეს და გაღრმავდეს ჩვენი ურთიერთობები...ველოდები საკარანტინო ვადის დამთავრებას და შემდეგ გაიმართება კონსულტაციები. მივიღებ შესაბამის მითითებებს“, განაცხადა თეიმურაზ შარაშენიძემ.


შეგახსენებთ, უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გამოიძახეს, რაც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშნეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42