ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 8 მარტის შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებაზე დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეცილურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას.
"8 მარტის შეთანხმება საქართველოს პოლიტიკური ძალების ისტორიული მიღწევაა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციას და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას. ჩვენ, როგორც დიალოგის ფასილიტატორებმა, ხელი შევუწყვეთ ფორუმის შექმნას იმისთვის, რომ დამყარებულიყო ნდობა და მის მონაწილეებს რთულ კომპრომისებზე წასვლის შესაძლებლობა ჰქონოდათ.დიალოგის შედეგად მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ის დადებითად შეაფასა როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს შეთანხმება შედგება ორი ნაწილისაგან - ერთი საარჩევნო სისტემას შეეხება, მეორე კი – სასამართლო სისტემაში შესაძლო პოლიტიკურ ჩარევაზე რეაგირებას. შეთანხმების წარმატებული განხორციელებისთვის მოვუწოდებთ ყველა მხარეს მისი ორივე შემადგენლის სულისკვეთება გაიზიარონ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






