მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან, შესაბამისად გასათავისუფლებელიც არავინაა. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანი ს თქმით 8 მარტს ოპოზიციასთან არარსებულ პოლიტპატიმრებზე შეთანხმება ვერ მოხდებოდა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების საგანი არ ყოფილა და ვერ იქნებოდა საქართველოს მართლმსაჯულების ან პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში ჩარევა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების შედეგად გამოიცა წერილობითი დოკუმენტი, სადაც არავითარ პატიმართა გათავისუფლებაზე საუბარი, ასევე, არ არის. დღეს ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც თხოვნით მიმართა ელჩებს, რათა მათ დაადასტურონ ის რეალობა, რომ მოლაპარაკებების საგანი არ ყოფილა და ვერ იქნებოდა საქართველოს მართლმსაჯულების ან პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში ჩარევა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






