"საუბარი იყო, თუმცა მათ მაშინვე მკაფიოდ მიიღეს უარი"- კალაძე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე
პოლიტიკა - 15:39, 11 May, 2020     577

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე პარლამენტის თავმჯდომარისა და ირაკლი კობახიძის რიტორიკას იმეორებს და აცხადებს, რომ თუ საარჩევნო სისტემის ცვლილების განხორციელებასდ ოპოზიცია ჩააგდებს, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა და არჩევნების ჩატარება დღეს მოქმედი სისტემით მოუწევთ.

კალაძე ამბობს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავს, გვყავს კონკრეტული პირები, ვისაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი. რაც შეეხება შეთანხმებას, 8 მარტის შეთანხმებაში განხილულიც კი არ ყოფილა და ცხადია, ვერც იქნებოდა იმიტომ, რომ ელჩების თანდასწრებით არავინ აიღებდა იმის პასუხისმგებლობას, რომ უკანონობა ჩაედინა. შესაბამისად, შეთანხმების დოკუმენტში ყველაფერი ასახულია და ეს საზოგადოებამ იხილა.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს, სრული მობილიზაციაა მათ განსახორციელებლად. თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა და არჩევნების ჩატარება მოგვიწევს იმ საარჩევნო სისტემით, რომლითაც ათეული წლების განმავლობაში ტარდებოდა ქვეყანაში,“ - განაცხადა კალახა კალაძემ.

რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის ვადის გახანგრძლივებაზე აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების განცხადებებს, კახა კალაძეამბობს:

„განცხადებები, რომელიც გაკეთდა აშშ-ს საელჩოს მხრიდან, არანაირ კავშირში არ არის. თქვენ შეგიძლიათ კარგად ნახოთ, თუ როგორი შინაარსის განცხადება იყო გაკეთებული აშშ-ს საელჩოს მხრიდან. დღეს ამაზე არჩილ თალაკვაძემაც ისაუბრა, რომ ზოგადად, ამასთან დაკავშირებით საუბარი იყო, თუმცა მათ მაშინვე მკაფიოდ მიიღეს უარი იმიტომ, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან უკანონობას არავინ ჩაიდენს. თვითონ შეთანხმების დოკუმენტი რაც არის შინაარსობრივად, ეს ხომ ყველასთვის ცხადი და ცნობილია. ყველას შეუძლია ნახოს. სანამ ეს შეთანხმება შედგებოდა, გვახსოვს უგულავას განცხადება, რომ მათი გათავისუფლების საგანი არ უნდა ყოფილიყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული. ამას შემდეგ გამოეხმაურა მთელი რიგი ოპოზიციონერი დეპუტატებისა, ამ განცხადებების ფაქტები არსებობს“, - განაცხადა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42