"ქართული ოცნების" ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ივანიშვილის გუნდი საზოგადოებისა და ოპოზიციის "გადაგდებას" კიდევ ერთხელ აპირებს.
"დღევანდელი ხელისუფლების განცხადება შინაარსით, ტონალობით და არჩეული დროით იყო სრულიად უადგილო და კონტრპროდუქტიული.
შეთანხმების მეორე ნაწილის შესრულების პირობებში მზად ვართ მივიღოთ საკონსტიტუციო პროცესში მონაწილეობა იმისთვის, რომ კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები შევიდეს. თუ არ მოხდება ეს, ეს იქნება მთლიანად ხელისუფლების ბრალი და თქვენ ამის დასტურს მიიღებთ ჩვენი მოკავშირეებისგან პირველ რიგში"- აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
მმართველი გუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს მოუწოდებს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის მიმართვისა და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება არ აუღია.
მასალის გამოყენების პირობები






