ქართველი ამომრჩევლისა და ცივილიზებული სამყაროს კიდევ ერთხელ "გადაგდება" - "ივანიშვილს ეს ძალიან მძიმედ დაუჯდება"- შაშკინი მოსალოდნლ საფრთხეებზე საუბრობს
პოლიტიკა - 14:27, 11 May, 2020     663
ბიძინა ივანიშვილის გუნდი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას არ აპირებს. ხელისუფლება აცხადებს, რომ მსგავსი შეთანხმება 8 მარტის შეხვედრებზე არ დადებულა.


"ქართული ოცნების" ლიდერებმა დღეს განცხადებები ერთი მეორეს მიყოლებით გააკეთეს შეხვედრის მონაწილე ელჩებს მიმართეს.

მმართველი გუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს მოუწოდებს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის მიმართვისა და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება არ აუღია.

მმართველი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილება უკვე შეფასდა, როგორც ქართველი ამომრჩევლისა და ცივილიზებული სამყაროს "გადაგდების" მცდელობად.

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დირექტორი დიმიტრი შაშკინი "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ ივანიშვილი ამ განცხადებით, შეგნებულად აფუჭებს დასავლეთთან ურთიერთობას.

"ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი, მიზანმიმართულად, გეგმიურად, შეგნებულად აფუჭებს დასავლეთთან ურთიერთობას. საქართველოს ურთიერთობას უფუჭებენ დასავლურ, ცივილიზებულ სამყაროსთან.

მინდა შეგახსენოთ, რომ როცა გიორგი გახარიამ, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ახალგაზრდებს თვალები დათხარა, მაშინ "ქართული ოცნების" მთავარი დაპირება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო. სწორედ ეს მესიჯი ჩაიტანა, ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტად დანიშნულმა სალომე ზურაბიშილმა გაეროში. მან უმაღლესი ტრიბუნიდან დასავლურ სამყაროს ამის გაკეთებას დაჰპირდა. ბიძინა ივანიშვილმა ეს პირობა გაეროს ტრიბუნიდან ზურაბიშვილის პირით დადო. თუმცა ამან ხელი არ შეუშალა ოლიგარქს გადაეგდო ქართველი საზოგადოება, და ასევე დასავლური ცივილიზებული სამყარო. მას შემდეგ რაც, ამ "გადადგების" შემდეგ პოლიტიკური ვითარება დაიძაბა, ბიძინა ივანიშვილმა და მმართველმა პარტიამ დახმარებისთვის ისევ დასავლეთს მიმართეს, სთხოვეს, დიპლომატებს ჩართულიყვნენ ოპოზიციასთან მოლაპარაკების საქმეში. იმის გამო, რომ ოპოზიცია პატივს სცემს დასავლურ სამყაროს, ელჩების პატივისცემის ნიშნად, ხელისუფლების ოპონენტებმა მოლაპარაკებების მაგიდაზე დაჯდომის გადაწყვეტილება მიიღეს. ეს შეხვედრები კონკრეტული გარანტიით დასრულდა, რომ შეთანხმება უნდა შესრულებულიყო ქართული ოცნების მხრიდან.

როგორც კი საქართველოში კორონავირუსის პანდემია დაიწყო, მმართველმა პარტიამ კვლავ დაიწყო მცდელობა, ამ პოლიტიკურ პროცესში ქართველი ერი და დასავლური სამყარო მეორედ გადააგდოს. პირველ ჯერზე ივანიშვილმა დასავლეთიდან, განსაკუთრებით კი აშშ-იდან მკაფიო გზავნილი და გაფრთხილება მიიღო, თუმცა როგორც ვთქვი, ამას მეორედ აკეთებს.

ეს ხდება იმ ფონზე, რომ დიპლომატებმა მკაფიო და პირდაპირი განცხადებები გააკეთეს, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს. დღეს კი ქართულმა ოცნებამ პარლამენტის თავმჯდომარის სახელით პირდაპირ თქვა, რომ შეთანხმების შესრულებას არ აპირებენ. არჩილ თალაკვაძე იმდენად ამაზრზენად იტყუება, და ყველაფერს ოპოზიციას აბრალებს.

ამ გადაწყვეტილებით ივანიშვილი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს როგორც ამერიკულ ასევე ევროკავშირის მხარეს, რომლებიც ამ შეთანხმების შესრულების გარანტორები იყვნენ. ამას კი ივანიშვილი და მისი გუნდი მიზანმიმართულად აკეთებს, რომ მერე ქართველ ერს უთხრან, რომ ერთადერთი გზა, რომელიც რჩება ეს რუსეთთან დათმობისა და დაჩოქების გზაა. ქართველი საზოგადოების მოთხოვნა, რუსეთთან, ოკუპანტ ქვეყანასთან მეგობრობა არ არის. ქართველებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. საქართველოს მოსახლეობას ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნების გვერდით ყოფნა უნდა და არა რუსეთთან. ვენესუელას და სირიის გარდა, მსოფლიოში არ დარჩა არცერთი ქვეყანა, ვისაც რუსეთთან მეგობრობა სურს. ქართველმა ერმა თავისი გეოპოლიტიკური არჩევანი არაერთხელ გამოხატა და "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთი გადაგდება ძალიან ძვირად დაუჯდება"- აცხადებს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42