"თალაკვაძის უპასუხისმგებლო განცხადება და სიცრუე" - ნადირაშვილის თქმით, "ოცნების" მხრიდან შეთანხმების დარღვევაზე დიპლომატიურმა კორპუსმა უკვე გამოხატა პოზიცია
პოლიტიკა - 13:38, 11 May, 2020     506
დიპლომატებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების პატიმრობა უკანონოა და პოლიტიკურ ნიშნებს ატარებს - ამის შესახებ "ევროპულ საქართველოში" მმართველი პოლიტიკური ძალის საპასუხოდ განაცხადეს.
ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულება მოუწევს.


დეპუტატმა არჩილ თალაკვაძეს მატყუარა უწოდა.
„პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ სხვა წევრების, იყო სიცრუე, იყო უპასუხისმგებლო, მან ელჩებს მოუწოდა, გაახმოვანონ მოლაპარაკების დეტალები. დიპლომატიურმა კორპუსმა, რომელიც მონაწილეობდა და ამ მოლაპარაკებებს უძღვებოდა, უკვე გამოხატა თავისი პოზიცია, როცა ოქრუაშვილს მიუსაჯეს. დიპლომატიურმა კორპუსმა, ევროკავშირის ელჩმა, ამერიკის საელჩომ გააკეთეს განცხადება, რომ ეს იყო შეთანხმების დარღვევა. შესაბამისად, მათი პოზიცია ძალიან ნათელია.
ჩვენ „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ ბოლომდე დაიცვას ეს შეთანხმება, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე. ეს იქნება სწორი, ეს შეუწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და ეს შეუწყობს ხელს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების გზით დატოვოს ხელისუფლება და გადავიდეს ოპოზიციაში. თუ ეს არ იქნება იმ ფარგლებში, რა მოლაპარაკებაც იყო, არ იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე, ეს იქნება ივანიშვილის მხრიდან მორიგი ტყუილი, ადამიანების მორიგი გადაგდება და ამის გამო მათ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ, მაგრამ მაინც წავლენ ხელისუფლებიდან“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
რაც შეეხება გიგა ბოკერიას კომენტარს, ნადირაშვილი განმარტავს:
„არჩილ თალაკვაძემ თქვა, ამ მოლაპარაკებებამდე გიგა ბოკერიას კომენტარი იყოო, რომ არ შეიძლება პოლიტპატიმრების საკითხი იყოს საარჩევნო სისტემის მოლაპარაკებაზე დამოკიდებულიო. ჩვენ გვახსოვს რურუას, გიგი უგულავას წერილიც, ისინი თვლიდნენ, რომ მათ ფაქტორს ეს მოლაპარაკებები ჩიხში არ უნდა შეეყვანა. ეს იყო იქამდე, სანამ ელჩების თანდასწრებით პოლიტიკური შეთანხმება შედგებოდა. პოლიტიკური შეთანხმება პოლიტიკური პატიმრების გარეთ გამოსვლას გულისხმობს“, - განაცხადა ნადირაშვილმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42